" თვალის ოპერაციისთვის ვაგროვებ თანხას, რომ კვლავ დავინახო სამყარო..." - მარიამ ტატანაშვილი - bbcnews.ge
საზოგადოება

” თვალის ოპერაციისთვის ვაგროვებ თანხას, რომ კვლავ დავინახო სამყარო…” – მარიამ ტატანაშვილი

მარიამ ტატანაშვილს ბევრი იცნობს. გოგონა, რომელიც საზარელ ავტოკატასტროფას გადაურჩა, მის შედეგებს დღემდე ებრძვის. მარიამმა 12 ოპერაცია გადაიტანა, თუმცა ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა სრული გამოჯანმრთელებისკენ. ის საზოგადოებას სთხოვს დახმარებას:

“მე ვარ 22 წლის მარიამ ტატანაშვილი. 3 წლის წინ როდესაც მეგობრებთან ერთად სახლში ვბრუნდებოდი, მანქანა ტრაილერს შეეჯახა. ჩემი მდგომარრობის სიმძიმის გამო ექიმებს არ ეგონათ, რომ კომიდან გამოვიდოდი.

დამჭირდა 12 ოპერაცია, მათ შორის:

  • მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ამპუტაცია;
  • მარჯვენა ფეხის ხუთივე თითის ამპუტაცია;
  • წვივის მოტეხილი ძვლების რკინებით აწყობა;
  • სახის თითქმის ყველა ძვალის ხელოვნურით ჩანაცვლება; და ა.შ…

ერთი თვალის ამპუტაცია მაქვს გაკეთებული, მეორე თვალში კი თითქმის 100 პროცენტით მაქვს დაქვეითებული მხედველობა.

ძალიან მინდა, რომ ამ სამყაროს ისევ ვხედავდე. ამის დიდი იმედი მომცა ჩემმა ექიმმა და ამ ეტაპზე ჩემი თვალის ოპერაციისთვის ვაგროვებ თანხას, რომ კვლავ დავინახო სამყარო…

ჩემი გვერდი შევქმენი იმისთვის, რომ ჩემს შესახებ მოგიყვეთ ისტორიები, განახოთ ჩემი ყოველდღიურობა და უდიდეს მადლობა გიხდით ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა და გვერდში მიდგaხართ.

ყოველი თქვენგანისგან ჩემს მიმართ წამოსული თბილი დამოკიდებულება და ყურადღება უდიდეს სტიმულს მაძლევს, რომ ვიბრძოლო ახალი ცხოვრების დაწყებისთვის.

სიყვარულით, მარიამი”.

.#GE12TB7113845068100026 TBC

მიმღები შორენა ზიზიაშვილი

#GE62BG0000000162441132 საქართველოს ბანკი

მიმღები მარიამ ტატანაშვილი

წყარო: mshoblebi.ge

Back to top button