საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში “ლიონმა” მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა მეოთხელიგელი “ფინის-ოლნოუ”. გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს გიორგი მიქაუტაძემ და საიდ ბენრაჰმამ, რომელთაც თითო გოლი გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდი და ალჟირელი შემტევი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც მეგობრობენ. მათი ურთიერთგაგება ჟორჟის გოლის დროს კარგად გამოიხატა – ბენრაჰმამ ბრწყინვალე საგოლე პასი მიაწოდა მიქაუტაძეს, რომელმაც შანსი არ გაუშვა.
შეხვედრის შემდეგ გიორგიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
“მე და ბენრაჰმა ერთმანეთს კარგად ვუგებთ. შესანიშნავი გამჭოლი პასი გამიკეთა და მეც გავიტანე. გოლების გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. ახლა იმედი მაქვს, რომ ზამთრის ხანმოკლე შესვენება ჩვენს კარგ იმპულსს არ შეაჩერებს”, – აღნიშნა მიქაუტაძემ.
“ლიონი” მომდევნო ეტაპზეა, ხოლო ქართველი ფორვარდი განაგრძობს შესანიშნავ ფორმაში ყოფნას, რაც გულშემატკივრებისთვის კარგი წინაპირობაა