"ელენემ მითხრა, რომ პირველი შეხვედრისას ჩემზე კარგი შთაბეჭდილება არ დარჩა" – სოცქსელში პოპულარული ულამაზესი წყვილის "ლავსთორი" და გზა ხელოვნებისკენ - bbcnews.ge
საზოგადოება

“ელენემ მითხრა, რომ პირველი შეხვედრისას ჩემზე კარგი შთაბეჭდილება არ დარჩა” – სოცქსელში პოპულარული ულამაზესი წყვილის “ლავსთორი” და გზა ხელოვნებისკენ

მომ­ღე­რა­ლი ლუკა ჭა­ნიშ­ვი­ლი და მო­ცეკ­ვა­ვე ელე­ნე ნა­ჭყე­ბია ცოტა ხნის წინ და­ქორ­წინ­დნენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათ ვი­დე­ო­ებს თუ ფო­ტო­ებს ყო­ველ­თვის დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა და და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი ახ­ლავს. თუ რო­გორ შედ­გეს ფეხი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, შემ­დეგ ერ­თმა­ნე­თი იპო­ვეს და რო­გო­რია წყვი­ლის დღე­ვან­დე­ლო­ბა, ამის შე­სა­ხებ ლუკა ჭა­ნიშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს…

– ლუკა, რა ასაკ­ში და­ი­წყეთ სიმ­ღე­რა?

– ფაქ­ტობ­რი­ვად სა­უ­ბა­რი და სიმ­ღე­რა ერ­თდრო­უ­ლად და­ვი­წყე. სამი-ოთხი წლის ასაკ­ში უკვე ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს – “ჩაკ­რუ­ლოს”, “შენ ბიჭო ანა­გუ­რე­ლოს” ვმღე­რო­დი, ამავდრო­უ­ლად სცე­ნა­ზე ქარ­თულ ცეკ­ვებს ვცეკ­ვავ­დი. ასე რომ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან საკ­მა­ოდ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მქონ­და შე­ხე­ბა და დღემ­დე ასე მოვ­დი­ვარ.

– შემ­დეგ სიმ­ღე­რა არ­ჩი­ეთ?

– დიახ, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლში ვცეკ­ვავ­დი და შემ­დეგ მხო­ლოდ სა­სიმ­ღე­რო კა­რი­ე­რა­ზე გა­და­ვერ­თე. ცეკ­ვას­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა იმ­დე­ნად გა­მი­ჭირ­და, სიზ­მარ­შიც კი ვხე­დავ­დი. კონ­ცერ­ტებ­ზე რო­გორ გა­მოვ­დი­ო­დი.

– სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ად­ვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რო, თუ გქო­ნი­ათ სურ­ვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­დან სხვა სფე­რო­ში გა­დას­ვლის?

– ხე­ლოვ­ნე­ბი­დან წას­ვლის სურ­ვი­ლი არ მქო­ნია. თუმ­ცა ბავ­შვო­ბი­დან ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, სულ იქით მი­მი­წევ­და გული. ვი­ნა­ი­დან მა­მა­ჩე­მი ქო­რე­ოგ­რა­ფი, მო­ცეკ­ვა­ვე, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში იყო, მან გა­დაძ­ლია ჩემი სურ­ვი­ლე­ბი და ცეკ­ვა­ზე შე­მიყ­ვა­ნა. ფეხ­ბურთზე დღემ­დე ვა­ფა­ნა­ტებ, ჩემ­თვის ნო­მერ პირ­ვე­ლი სპორ­ტია. ამ მხრივ მიღ­წე­ვე­ბი არ მქო­ნია, რად­გან პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე არ გავ­ყე­ვი, მაგ­რამ თუ ტრა­ბახ­ში არ ჩა­მეთ­ვლე­ბა, ფეხ­ბურთს ახ­ლაც კარ­გად ვთა­მა­შობ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია დღეს ფეხ­ბურ­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ.

კითხვის გაგრძელება

Back to top button