ავარიას 15 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა - bbcnews.ge

ავარიას 15 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა

14.03.2025

ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთში მსხვერპლი მოყვა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი.

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი კლინიკაში გადაყვანა სცადა, მაგრამ მოზარდი გზაში გარდაიცვალა.

,,პრაიმტაიმს“ შინგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის  276-ე მუხლით დაიწყო.

რეკლამა
რეკლამის ადგილი