“ძალიან პატარა, 10 წლის ვიყავი, როდესაც დედა ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მასთან სულიერ კავშირს დღემდე ვგრძნობ” – ია შუღლიაშვილი გულწრფელ აღიარებაში – bbcnews.ge
საზოგადოება

“ძალიან პატარა, 10 წლის ვიყავი, როდესაც დედა ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მასთან სულიერ კავშირს დღემდე ვგრძნობ” – ია შუღლიაშვილი გულწრფელ აღიარებაში

ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი ია შუღ­ლი­აშ­ვი­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვილს თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. წარმატებული თეატრშიც და კინოშიც, მსახიობი ყოველთვის გამოირჩევა დასამახსოვრებელი როლების სიმრავლით. დე­დის სიმ­ღე­რებსაც მღე­რის და მის ან­დერძს ას­რუ­ლებს – იმ­ღე­რეთ ჩემი სიმ­ღე­რე­ბი, რომ მე ცო­ცხა­ლი ვი­ყოო.

ია შუღლიაშვილი

ია შუღლიაშვილი ქართველი ხალხის საყვარელი კომპოზიტორის, ინოლა გურგულიას, ქალიშვილია, მამაც ცნობილი კომპოზიტორი იყო.იამ ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი დაამთავრა. კონსერვატორიაში აბარებდა, როცა შეიტყო, რომ თურმე დედას უნდოდა, ია მსახიობი გამოსულიყო, ამიტომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მარჯანიშვილის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებიდან დღემდე უამრავ სპექტაკლში ითამაშა.

დედა

ინოლა გურგულია დაიბადა 1929 წლის 25 ივლისს. იზრდებოდა თბილისის ძველ უბანში. ყოველ ზაფხულს იგი ატარებდა სამეგრელოს სოფელ უჩაშონაში. გიტარაზე დაკვრა მამიდამ ასწავლა, ჩონგურსა და ფანდურზე — ძიძამ. მან დაწერა სიმღერები: გიტარა, სიზმარია, ღიმილი მინდა, მადლობელი ვარ, უშენოდ და სხვები; ასევე, 15 საბავშვო სიმღერა, მათ შორის: საქანელა, კარუსელი, გვირილა, განი განდაგანა, ოდელია-დელა და ა.შ.

პრო­ფე­სი­ით უცხო ენე­ბის (ინ­გლი­სუ­რის გან­ხრით) სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო, უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, იქ ლექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და… მუ­სი­კა­ლუ­რი ათწლე­დი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და მცდე­ლო­ბაც ჰქონ­და, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა.

მუ­სი­კა ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და, ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა ქმნი­და სიმ­ღე­რებს. მისი ძი­რი­თა­დი ნა­მუ­შევ­რე­ბი 17 წლის ასა­კი­და­ნაა შექ­მნი­ლი.

მომღერალი 1977 წელს, მძიმე სენთან ბრძოლის შემდეგ  გარდაიცვალა; მაშინ ია მხოლოდ 10 წლის იყო. ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ მიუხედავად პატარა ასაკისა, დედა კარგად ახსოვს. 

“ძალიან პატარა, 10 წლის ვიყავი, როდესაც დედა ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მასთან სულიერ კავშირს დღემდე ვგრძნობ. გარდაცვალების შემდეგ, სულ რამდენჯერმე დამესიზმრა, რასაც ჩემს ცხოვრებაში დიდი წარმატება და სიხარული მოჰყვა. ამიტომ ინოლა ჩემთვის მხოლოდ კარგის მახარობელია! – ანგელოზებიც ხომ ასე არიან – ჩვენთვის მხოლოდ სასიხარულო ამბები მოაქვთ.”

კარიერა

ია შუღლიაშვილის კარიერა დედის დამსახურებაა – სწორედ დედას უნდოდა, რომ შვილი მსახიობი გამოსულიყო. ამიტომ, იამ სკოლის დამთავრების შემდეგ კარიერაზე ფიქრი დაიწყო. მაშინ ინოლა გურგულია უკვე გარდაცვლილი ყო, იამ კი დედას სურვილი შეუსრულა.

“მსახიობობა რომ გადავწყვიტე, უკვე სკოლას ვამთავრებდი. ბევრ ინტერვიუში მითქვამს, რომ ეს დედას სურვილი იყო: სწორედ დედაჩემს – ინოლა გურგულიას სურდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. მართალია, მაშინ ინოლა უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მის სურვილს გვერდი ვერ ავუარე. საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, ეს პროფესია გახსნის და უფრო ხალისიანს გახდისო, ამბობდა დედა. ეს სიტყვები გულში ჩამრჩა და როგორც ანდერძი, ისე შევასრულე. ” – ამბობდა ია. 

წყარო: მარაო

Back to top button