თენგიზ აბულაძემ სოფიკოს “მონანიებაში” როლი შესთავაზა, თუმცა… – სოფიკო ჭიაურელის უარი და ორი საინტერესო ისტორია მისი ცხოვრებიდან – bbcnews.ge
საზოგადოება

თენგიზ აბულაძემ სოფიკოს “მონანიებაში” როლი შესთავაზა, თუმცა… – სოფიკო ჭიაურელის უარი და ორი საინტერესო ისტორია მისი ცხოვრებიდან

“მონანიება” (1984) არის თენგიზ აბულაძის ლეგენდარული ქართული ფილმი, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარიზმის სასტიკ რეალობას ეხება. ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქართული კინონამუშევარია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. “მონანიება” ეხება ტოტალიტარიზმს, მორალურ პასუხისმგებლობას და ისტორიული უსამართლობის გააზრებას. ფილმის ერთ-ერთი საკულტო დიალოგი ასეთია:

– ეს გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე მიმიყვანს?

– ეს ვარლამის ქუჩაა. ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს.

– არა? მაშ, რა საჭიროა იგი? რისი მაქნისია გზა,თუკი ტაძართან არ მიმიყვანს?!

ვერიკო ანჯაფარიძე „მონანიებაში“ ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და დამამახსოვრებელ როლს ასრულებს. 

თენგიზ აბულაძე, „ნატვრის ხის“ ერთ-ერთი წარმატებული საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ერევნიდან თბილისში ბრუნდებოდა და საშინელ ავარიაში მოყვა – საბარგო მანქანა გზის მოპირდაპირე მხარეს გადმოვიდა და მათ მანქანას ზემოდან დაეცა. მძღოლი მაშინვე გარდაიცვალა, ბატონი თენგიზი კი რაღაც ძლიერმა ტალღამ მანქანიდან გადმოაგდო; ცოცხალი აღარც ის ეგონათ, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. შემდეგ თავად იხსენებდა: „საოცარ ადგილას ვიყავი, ჩიტების ჭიკჭიკი მესმოდა, მაგრამ იქიდან იმიტომ დავბრუნდი, რომ ფილმი მქონდა გასაკეთებელი…“

ეს ფილმი „მონანიება“ იყო, რომელიც ერთგვარი სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა ცნობილი რეჟისორისთვის – უდიდესი ენერგია წაიღო მისგან და, სამწუხაროდ, განუხორციელებელი დარჩა ოცნება, გადაეღო ფილმები ილია ჭავჭავაძის მკვლელობასა და გალაკტიონის თვითმკვლელობაზე.

სოფიკო ჭიაურელი და “მონანიება” 

თენ­გიზ აბუ­ლა­ძის 1976 წელს გა­და­ღე­ბულ ფილმში “ნატ­ვრის ხე” სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­მა “ფუ­ფა­ლას” როლი ითა­მა­შა და ფილ­მის ბრწყინ­ვა­ლე სამ­სა­ხი­ო­ბო ან­სამ­ბლში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ფილმმა არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ი­ღო ჯილ­დო. გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო “ნატ­ვრის ხის” ჩვე­ნე­ბა აშშ-ში, ჩი­კა­გოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც სცე­ნა­ზე ასუ­ლი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მაყურებელმა ვერ იცნო.

თა­ვად სოფიკო ჭიაურელი ასე იხ­სე­ნებ­და ამ ის­ტო­რი­ას:

“ნატ­ვრის ხე გვქონ­და წა­ღე­ბუ­ლი თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს და მე ჩი­კა­გო­ში, კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე. ფილ­მის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ წარ­მად­გი­ნეს, გა­მო­ვე­დი სცე­ნა­ზე, მა­შინ გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან… ტაში დაგ­ვიკ­რეს, თავი და­ვუ­კა­რი და მერე ეკი­თხე­ბი­ან თენ­გიზს – ის ქალი, ფუ­ფა­ლას რომ თა­მა­შობს არ ჩა­მო­ვი­დაო? თენ­გიზ­მა უთხრა – ეს ის ქა­ლი­აო. მი­ყუ­რებ­დნენ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი, ვერ და­ი­ჯე­რეს რომ მე ის ქალი ვი­ყა­ვი”…

“ნატ­ვრის ხის” გა­და­ღე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, რო­დე­საც თენ­გიზ აბუ­ლა­ძე ტრი­ლო­გი­ის მე­სა­მე ფილ­მს – “მო­ნა­ნი­ე­ბას” იღებ­და, ფილმში სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელს შეს­თა­ვა­ზა როლი, თუმ­ცა მსა­ხი­ობ­მა ამ როლ­ზე რე­ჟი­სორს დე­დის, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის კან­დი­და­ტუ­რა შეს­თა­ვა­ზა.

სრულად

Back to top button