
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც რკინის დეფიციტის შესახებ საუბრობს და გვიზიარებს რჩევებს თუ როგორ ავწიოთ ერთ-ერთი საჭირო ვიტამინის დონე.
„მსოფლიოში 1 ბილიონი ადამიანს აწუხებს რკინის დეფიციტი, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მინერალია, რომლის დეფიციტიც და მაღალი ნორმაც საშიშია. იგი ანგრევს ჩვენ ფრჩხილებს, თმას, კანს და შიგნით ჩვენ ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება რკინა.
სიმპტომებია – ადამიანს აქვს ყვითელი ფერი სახეზე, ფრჩხილები ხდება მტვრევადი და ჩნდება ხაზები, იწყება თმების ცვენა, ქალებში უფრო ხშირია თმის ცვენა, ხდება მტრევადი.
თმის ცვენის შამპუნი არ არსებობს, თუმცა ცუდმა შამპუნმა შეიძლება გამოწივიოს ცვენა.
ყველაზე დიდი რაოდენობით რკინა არის წითელ ხორცში, ასევე საქონლის ღვიძლში და შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება“, – ამბობს არუნ ხათრი.