“მთავარია ბიჭი გადარჩეს… გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს…  – რას ჰყვება ადგილობრივი დარჩელში მომხდარ ავარიაზე? – bbcnews.ge
შემთხვევა

“მთავარია ბიჭი გადარჩეს… გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს…  – რას ჰყვება ადგილობრივი დარჩელში მომხდარ ავარიაზე?

11 მარტს საღამოს საათებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი, რომელსაც პოლიციელი კობა კვიტანძე მართავდა ტროტუარზე მყოფ 24 წლის ახალგაზრდას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიჭი ადგილიდან გარკვეულ მანძილზე მოისროლა. უმძიმესი დაზიანებებით ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში რჩება.

“შემთხვევა წუხელ, დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში მოხდა. სავარაუდოდ, მძღოლი სიჩქარით მოძრაობდა და დაეჯახა ჩვენ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდას, 24 წლის მურმან კალანდიას, რომელიც დაჯახების შემდეგ გადააგდო გარკვეულ მანძილზე. ბიჭს იმდენად მძიმე დაზიანება ჰქონდა, რომ კლინიკაში მიყვანისთანავე ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული ოპერაცია. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი, სჭირდება კიდევ ერთი ოპერაციული ჩარევა, მაგრამ ექიმები ჯერჯერობით ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას. ახლა მოვედი კლინიკიდან, მთელი ღამე იქ გავათენეთ, მძიმეა დაშავებული ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმები ჯერ დამაიმედებელს არაფერს ამბობენ, ბიჭს ხელს ვერ კიდებენ, დროზეა ყველაფერი დამოკიდებულიო. შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ, პირდაპირ საავადმყოფოში წავედი ეს ამბავი რომ გავიგე. რამდენიმე საათი გრძელდებოდა ოპერაცია. ახლა საქმეს სამართალდამცავები იძიებენ. როგორც ვიცი, ბიჭი ფეხით მოძრაობდა, გზაზე არ გადადიოდა, ტროტუარზე იყო და ამ დროს დაეჯახა მანქანა, რომელსაც პოლიციელი მართავდა. აფხაზეთიდან დევნილია ეს პოლიციელი, კობა კვიტანძე, წლებია ჩვენს სოფელში, დარჩელში მუშაობს. ოპერატიული პოლიციის თანამშრომელია. არ მისული სოფლის ცენტრამდე მოხდა ეს მძიმე ფაქტი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პოლიციელი, რომელიც ბიჭს დაეჯახა მთვრალი იყო და თითქოს მან მიატოვა ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილი, მაგრამ ეს არ არის ასე. მას არ დაუტოვებია იქაურობა, იმ წუთიდან იქ იყო, მერე ექსპერტიზაზე წაიყვანეს და მერე დააკავეს. კითხვის გაგრძელება

Back to top button