58 წლის სულეიმან ქერიმოვი – ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენია. წარმოშობით დაღესტნელი ქერიმოვი 2024 წელს ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 10,7 მილიარდ დოლარად შეაფასა და რუსეთის უმსხვილესი მილიარდერების სიაში მე-12 ადგილზე გაიყვანა.
ამჟამად, დაღესტანში აქტიურად მუშაობს საქველმოქმედო ფონდი “იმანი“, რომელსაც ქერიმოვის მეუღლე მართავს. ადგილობრივები მისდამი კეთიჰანწყობილნი არიან სწორედ მისი საქველმოქმედო საქმიანობის გამო. ბოლო თვეებში მილიარდერი ქემიროვი, ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში რამზან კადიროვთან დაპირისპირების გამო მოექცა. ამჟამად მას, კადიროვის “ნომერ პირველ მტერსაც” კი უწოდებენ.

90-იანი წლების დასაწყისში ქერიმოვი მოსკოვში გადავიდა, სადაც “ფედპრომბანკის“ ხელმძღვანელობა ჩაიბარა. მალევე გამოცდილი ინვესტორი გახდა – ყიდულობდა პერსპექტიულ აქტივებს, ზრდიდა მათ ღირებულებას და შემდეგ მომგებიანად ყიდდა. წარმოების საოცარმა უნარებმა ის რუსეთის 20 უმდიდრეს ბიზნესმენს შორის მოაქცია, თუმცა ვერ დაიცვა დასავლური სანქციებისგან და პირადი დრამებისგან.
ცხოვრების მთავარი ქალები
სტუდენტობისას სულეიმანი დაქორწინდა თანაკურსელ ფირუზაზე, რომელიც დაღესტნის პროფკავშირების საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, ნაზიმ ხანბალაევის ქალიშვილია. სიმამრმა ქერიმოვს პირველი სამსახური უშოვა “ელთავში“. ფირუზა ერთგული და თავდადებული ცოლი იყო: საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა, ქმარს სამი შვილი გაუჩინა და მისი ღალატის შესახებ ჭორებზე რეაქცია არ ჰქონია.