“ამ ტრა­გე­დი­ის ირ­გვლივ უამ­რა­ვი ჭორი ტრი­ა­ლებს…” – რა ყვება მეტეხის ხიდიდან ავტომობილით გადავარდნილ ახალგაზრდაზე ოჯახის ახლობელი – bbcnews.ge
საზოგადოება

“ამ ტრა­გე­დი­ის ირ­გვლივ უამ­რა­ვი ჭორი ტრი­ა­ლებს…” – რა ყვება მეტეხის ხიდიდან ავტომობილით გადავარდნილ ახალგაზრდაზე ოჯახის ახლობელი

5 დღის წინ თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და – მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც “ფორ­დის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით ძლი­ე­რად და­ე­ჯა­ხა ხი­დის ჯე­ბირს, მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა ცხე­და­რი იპო­ვეს, გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 24 წლის გიგი ზა­რან­დია აღ­მოჩ­ნდა. მას ხვალ მშობ­ლი­ურ ხობ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

გი­გის შე­სა­ხებ ambebi.ge-ს მისი მე­ზო­ბე­ლი და ნა­თე­სა­ვი ჯაბა თო­ლორ­და­ვა გვე­სა­უბ­რა:

“ამ ტრა­გე­დი­ის ირ­გვლივ უამ­რა­ვი ჭორი ტრი­ა­ლებს, თით­ქოს გი­გიმ გან­ზრახ მო­იკ­ლა თავი, აზარ­ტულ თა­მა­შებს თა­მა­შობ­და და ა.შ. გი­გის ჩვე­უ­ლებ­რივ აუ­გეს წესი. მას გარ­კვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ 3 წლის უკან, მარ­ტის თვე­ში და და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე ად­გი­ლას, მას მო­ტო­ციკ­ლით ავა­რია მო­უხ­და (გიგი მოყ­ვა­რუ­ლი ბა­ი­კე­რი იყო) და და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვე კლი­ნი­კა­ში იწვა, აქე­დან რამ­დე­ნი­მე ხანს კო­მა­შიც იყო. მისი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო, ყვე­ლა­ნი მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის ვლო­ცუ­ლობ­დით. ავა­რი­ის შე­დე­გად გი­გის თავი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. გა­მო­კე­თე­ბის მერე ამ შემ­თხვე­ვამ მას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და­უ­ტო­ვა – პე­რი­ო­დუ­ლად ითი­შე­ბო­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად მუ­შა­ობ­და სა­კუ­თარ თავ­ზე, ამას არ იმ­ჩნევ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და ყო­ფი­ლი­ყო სა­მა­გა­ლი­თო ახალ­გაზ­რდა, მე­გო­ბა­რი, შვი­ლი… ” – განაგრძეთ კითხვა

Back to top button