„გუნდში საუკეთესო!“ – ბუდუ ზივზივაძის მაღალმა შეფასებამ ყურადღება მიიპყრო – bbcnews.ge
სპორტი

„გუნდში საუკეთესო!“ – ბუდუ ზივზივაძის მაღალმა შეფასებამ ყურადღება მიიპყრო

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის ჰაინდეჰაიმი სტუმრად ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ქართველი ფეხბურთელი ჰაინდეჰაიმის თადარიგში იყო და მოედანზე მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გამოჩნდა, როცა ჰოფენჰაიმი 1:0 იგებდა.

ზივზივაძემ 65-ე წუთზე საჯარისმო მისადგომებიდან მარჯვენა ფეხით ულამაზესი გოლი გაიტანა.

ანალიტიკურმა პორტალმა სოფასქორმა ბუდუს თამაში 8.1 ქულით შეაფასა, რაც თავის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია და ყველას მინიმუმ 0.4 ქულით აღემატება.

Back to top button