გამორჩეული გარეგნობა, ბრწყინვალე კარიერა და საოცარი ოჯახი – ანდრო ჭიჭინაძის ისტორია, რომელიც უნდა იცოდეთ! – bbcnews.ge
საზოგადოება

გამორჩეული გარეგნობა, ბრწყინვალე კარიერა და საოცარი ოჯახი – ანდრო ჭიჭინაძის ისტორია, რომელიც უნდა იცოდეთ!

ანდრო ჭიჭინაძეს საზოგადოება უკვე რამდენიმე წელია, იცნობს. ის თეატრისა და კინოს მსახიობია და ახალგაზრდა ხელოვანს უკვე არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი. ანდრო განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ახლა არა პროფესიული საქმიანობის, არამედ სამოქალაქო აქტივიზმის გამო მოექცა – ის 5 დეკემბერს დააკავეს, ბრალი ოფიციალურად კი 6 დეკემბერს წარუდგინეს – პროკურატურამ დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანდრო ჭიჭინაძის სახლის ჩხრეკისა და დაკავების წინაპირობა მისი სამოქალაქო პოზიცია და აქტივიზმი გახდა – ანდრო ღიად გამოხატავდა საკუთარ აზრს  ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ის აქტიურად მონაწილეობდა 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო ტალღაშიც, თუმცა, როგორც მისი ახლობლები ამბობენ, არ გამოირჩეოდა არც სიტყვიერი და არც ფიზიკური აგრესიით. 

ვინ არის ანდრო ჭიჭინაძე

ახალგაზრდა მსახიობი დაიბადა 1996 წლის 30 ივლისს თბილისში, ოთარ ჭიჭინაძისა და ლიკა გუნცაძის ოჯახში. 2018 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის ფაკულტეტი, ლევან წულაძის სახელოსნო. 2022 წლიდან თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობია.

კითხვის გაგრძელება

Back to top button