რომელიც ყველას დააინტერესებს – გიორგი ჩაკვეტაძის ანაზღაურება „უოტფორდში“ ცნობილია – bbcnews.ge
სპორტი

რომელიც ყველას დააინტერესებს – გიორგი ჩაკვეტაძის ანაზღაურება „უოტფორდში“ ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე “უოტფორდის” მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.

გამოცემა “Capology” ქართველი მოთამაშის ანაზღაურებაზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ჩაკვეტაძის ყოველკვირეული ხელფასი 25 ათას ფუნტს შეადგენს, რითაც ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ხუთეულში შედის.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ამ სეზონში არაჩვეულებრივად გამოიყურება და თავი საგოლე მოქმედებებით არაერთხელ გამოიჩინა.

აქვე გეტყვით, რომ გიორგის “უოტფორდთან” კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.

Back to top button