„არც მე მჯერა მაგრამ 55 -ია.. ჩემზე ვერაფერს დავწერ, მაგრამ დავწერ ჩემს გოგიჩაზე, რომელიც … რას წერს ნათია ბანძელაძე? – bbcnews.ge
საზოგადოება

„არც მე მჯერა მაგრამ 55 -ია.. ჩემზე ვერაფერს დავწერ, მაგრამ დავწერ ჩემს გოგიჩაზე, რომელიც … რას წერს ნათია ბანძელაძე?

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე 8 მარტს იუბილარია, მას 55 წელი შეუსრულდა. დაბადების დღესთან დაკავშირებით ნათია პოსტს აქვეყნებს.

„ნუ, არც მე მჯერა მაგრამ 55 -ია. დავითვალე და ზუსტად ასე გამოვიდა. საკუთარ თავზე წერას არ ვაპირებ, მით უმეტეს გარეთ ისეთები ხდება! ამიტომ ამ წლებით ნაგროვები ემოციებით ,,თქვენზე” მინდა მოვყვე. ნახევარი საუკუნე და კიდევ წლები ფაქტიურად, მთელი ეპოქაა … ჩემზე ვერაფერს დავწერ, მაგრამ დავწერ ოჯახზე, შვილებზე, შვილიშვილებზე, ჩემს გოგიჩაზე, რომელიც ამ წლებმა მაჩუქა!

ამავე წლებმა წამართვა ეს დიდი სიყვარული, მაგრამ საოცარია, რომ ასმაგად მეტს მიგზავნის ჩემი ბიჭი! დავწერ თქვენზე, რომლებმაც ისეთი სიყვარული მაჩუქეთ, რომ წაქცევის არ მეშინია! ბევრნი ხართ და თქვენ გაგიმარჯოთ, რადგან ამ ყველაფრის გარეშე არაფერია არცერთი წუთიც! მინდა, რომ მეტი და მეტი ვიყოთ! მინდა, რომ ბევრი სიყვარული ვაგროვო“, – წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.

Back to top button