“მისი მეუღლე სამაშველო სამსახურში მუშაობს და როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, გამოიძახეს… იქ მისულს თავზარდამცემი ამბავი დახვდა” – სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები – bbcnews.ge
შემთხვევა

“მისი მეუღლე სამაშველო სამსახურში მუშაობს და როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, გამოიძახეს… იქ მისულს თავზარდამცემი ამბავი დახვდა” – სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები

სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის სოფო დარსალიას სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფო ორი შვილის დედა იყო. ის მესამე შვილზე იყო ორსულად. იმ საბედისწერო დღეს სოფო სენაკში მანქანის საჭესთან იჯდა და სახლში, ძველ სენაკში მიდიოდა, შხეფის გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. როგორც ირკვევა, დაშავებული ქალი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და ექიმებმა ახალგაზრდა ორსული გოგოს გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

როგორც დაღუპულის მეგობარმა, თაზო ბენიძემ “კვირის პალიტრას” განუცხადა, სამაშველო ჯგუფით მისი მეუღლე ერთ-ერთი პირველი მივიდა ავტოავარიის გამოძახებაზე და იქ ცოლი დახვდა.

“სოფოს მეუღლე სამაშველო სამსახურში მუშაობს და როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, გამოიძახეს სასწრაფო და სამაშველო. მისი მეუღლე იმ დღეს მორიგე იყო და სამაშველო ჯგუფში, რომელიც შემთხვევის ადგილზე გავიდა, ერთ-ერთი ის იყო. იქ მისულს კი თავზარდამცემი ამბავი დახვდა. მთელი ქალაქი დასტირის მას და ყველას გული დაწყვიტა მისმა გარდაცვალებამ”…

განაგრძეთ კითხვა>>>>

Back to top button