კვარაცხელიაზე დასმულ კითხვას თავი აარიდა – ლუის ენრიკეს უცნაური პასუხი – bbcnews.ge
სპორტი

კვარაცხელიაზე დასმულ კითხვას თავი აარიდა – ლუის ენრიკეს უცნაური პასუხი

მოგეხსენებათ, რომ დიდი უპირატესობის მიუხედავად, “პარის სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი პირველ მატჩში “ლივერპულთან” დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი მატჩი ჰქონდა. ქართველმა გოლიც გაიტანა, თუმცა მცირე თამაშგარის გამო არ ჩაითვალა.

შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ხვიჩას შესახებ ჰკითხეს, თუ როგორ მოერგო ქართველი მის სათამაშო სტილს:

“ძალიან ადვილია ჩემს სათამაშო სისტემასთან ადაპტირება. თუმცა, პსჟ-ში თამაში რომ შეძლო, დიდი ფეხბურთელიც უნდა იყო. არ მინდა კონკრეტულად ფეხბურთელებზე საუბარი, მინდა, ჩემს გუნდზე ვისაუბრო და ეს გამოცდილება გაზრდაში დაგვეხმარება. არ ვიცი, მომდევნო ეტაპზე გავალთ თუ არა, მაგრამ ბოლომდე ვეცდებით”.

Back to top button