თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით შემდეგ გვერდზე 65 წამის შემდეგ.

🇺🇸 ამერიკელი მეუღლე, დიდი წარმატება UFC-ში და გზა სასულიერო გიმნაზიიდან ოდესის უნივერსიტეტამდე – რომან დოლიძის ისტორია - bbcnews.ge
საზოგადოება

🇺🇸 ამერიკელი მეუღლე, დიდი წარმატება UFC-ში და გზა სასულიერო გიმნაზიიდან ოდესის უნივერსიტეტამდე – რომან დოლიძის ისტორია

UFC-ის ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა რო­მან დო­ლი­ძემ მო­რი­გი ბრძო­ლა ჩა­ა­ტა­რა და კე­ვინ ჰო­ლან­დი ტექ­ნი­კუ­რი ნო­კა­უ­ტით და­ა­მარ­ცხა. “რო­მას დედა მის შეხ­ვედ­რებს ვერ ეს­წრე­ბო­და, არ შე­ეძ­ლო, შვი­ლის ბრძო­ლა ენა­ხა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ნელ-ნელა მე­უღ­ლის ნერ­ვი­უ­ლო­ბა მეც გად­მო­მე­დო და ბოლო ბრძო­ლე­ბის ნახ­ვა მეც ვე­ღარ შევ­ძე­ლი”, – მე­უბ­ნე­ბა რო­მან დო­ლი­ძის მამა, ბა­ტო­ნი ნო­და­რი და მა­შინ, როცა მისი შვი­ლი ამე­რი­კი­დან სამ­შობ­ლო­ში მო­ემ­გზავ­რე­ბა, მის გან­ვლილ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, წარ­მა­ტე­ბებ­სა და პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

– ბა­ტო­ნო ნო­დარ, გი­ლო­ცავთ რო­მას მო­რიგ წარ­მა­ტე­ბას. ემო­ცია გა­მი­ზი­ა­რეთ, თქვენ­თვის ეს რა გან­ცდაა? მი­ამ­ბეთ, რო­მას ბრძო­ლის დროს რა ხდე­ბო­და თქვენს ოჯახ­ში?

– ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც რო­მამ შე­რე­ულ ორ­თაბ­რძო­ლებ­ში და­ი­წყო ას­პა­რე­ზო­ბა, მის ყვე­ლა ბრძო­ლას ვეს­წრე­ბო­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სად იმარ­თე­ბო­და. ეს ხში­რად იყო კი­ევ­ში, პან­დე­მი­ის დროს ამე­რი­კა­შიც ჩა­ვე­დი. მე­გო­ნა, რო­მას გვერ­დით თუ ვიქ­ნე­ბო­დი, მას ამით რა­ღაც ფორ­მით და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, მის ემო­ცი­ას პირ­ვე­ლი გა­ვი­ზი­ა­რებ­დი. ყვე­ლა შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს. რო­მას დედა მის შეხ­ვედ­რებს ვერ ეს­წრე­ბო­და, არ შე­ეძ­ლო, შვი­ლის ბრძო­ლა ენა­ხა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ნელ-ნელა მეც გად­მო­მე­დო მე­უღ­ლის ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ბოლო ბრძო­ლე­ბის ნახ­ვა მეც ვე­ღარ შევ­ძე­ლი. რო­დე­საც ბრძო­ლა აქვს, ამ დროს ოჯა­ხი ვცდი­ლობთ მო­ვე­რი­დოთ ზედ­მეტ ურ­თი­ერ­თო­ბებს, წყნა­რად ყოფ­ნას ვამ­ჯო­ბი­ნებთ. ახ­ლაც ყვე­ლა­ნი სა­ირ­მე­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, რო­მას შვი­ლიც გვახ­ლდა, მე­უღ­ლეც. გვე­გო­ნა ხალ­ხს გა­ვე­რი­დეთ, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თმა იქაც გვიც­ნო, გაგ­ვამ­ხნე­ვა. რა თქმა უნდა, ოჯახ­ში იმ ღა­მეს არც ერთს არ გვი­ძი­ნია. გამ­თე­ნი­ი­სას ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა მამ­ცნო რო­მას წარ­მა­ტე­ბა და მას შემ­დეგ მო­ლოც­ვებს ვი­ღებ და ვი­ღებ. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ის ნერ­ვი­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა გა­მო­ვი­ა­რეთ, რო­მამ თა­ვი­სი გა­მარ­ჯვე­ბით გა­ა­ნე­იტ­რა­ლა, ყვე­ლა­ნი გაგ­ვაძ­ლი­ე­რა და გაგ­ვა­ხა­რა. კითხვის გაგრძელება

Back to top button