
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში “პსჟ” სახლში “ლივერპულთან” ანაგრიშით 1:0 დამარცხდა.
მასპინძლებს აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა წესების შესაბამისი გოლის გატანა ვერ მოახერხეს და 87-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ.
უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ ყველა ფეხბურთელს უთხრა, რომ “ენფილდზე” ისინი გაიმარჯვებენ და შემდეგ ეტაპზე გავლენ.
როგორც იწერება, მოთამაშეებს სჯერათ, რომ ისინი გასვლაზე ლივერპულის დამარცხებას შეძლებენ.