ივანიშვილის ფავორიტობიდან საბრალდებო სკამამდე – ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი და როგორ განვითარდა მისი კარიერა? – bbcnews.ge
საზოგადოება

ივანიშვილის ფავორიტობიდან საბრალდებო სკამამდე – ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი და როგორ განვითარდა მისი კარიერა?

2023 წლის 6 ივ­ლისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა 39 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბიტ­კო­ი­ნი მი­ით­ვი­სა, რაც დღეს გა­ცი­ლე­ბით დიდი თან­ხაა.

გან­ცხა­დე­ბი­დან ირ­კვე­ო­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და წლე­ბის წინ, კერ­ძოდ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა 2017 წელს ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8 253.13 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 39 215 820 აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ეს ინ­ვეს­ტო­რი ქვეყ­ნის ექ­სპრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­თან ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ქარ­თუ­ლი მე­დია ხში­რად წერ­და

სა­ერ­თო­დაც, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 2013 წელს გა­იც­ნო, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახ­ლად მო­სულ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მას მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რო­ბა ანდო. 2013 წლი­დან, 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ას, 2019 წლის მა­ი­სი­დან კი, მან გა­და­ი­ნაც­ვლა მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­დაც იგი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევ­და ფონ­დის მან­და­ტის შე­სა­ბა­მი­სად მუ­შა­ო­ბას. სხვა­დას­ხვა დროს ლა­პა­რა­კი იყო მის ეკო­ნო­მი­კის და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა­ზეც კი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ფონ­დის მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ში დარ­ჩა. კითხვის გაგრძელება

Back to top button