„ამის შესახებ არავინ არაფერი მითხრა“ – რა განმარტებას აკეთებს ბარბარა სამხარაძე? – bbcnews.ge
საზოგადოებაშოუბიზნესი

„ამის შესახებ არავინ არაფერი მითხრა“ – რა განმარტებას აკეთებს ბარბარა სამხარაძე?

მომღერალი ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ევროვიზიის შესახებ საუბრობს:

“საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ევროვიზიის კანდიდატი არ წარუდგენია. მე მცდელობა მქონდა – დამირეკეს და მითხრეს, მეცადა. მოგეხსენებათ, ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და მსგავსი პროექტების დაწერა კარგად ვიცი – ამიტომ რაღაც კითხვები გამიჩნდა. აღმოჩნდა, რომ სიმღერა უნდა გადამეგზავნა – ამის შესახებ არავინ არაფერი მითხრა.

“საქართველოს პროექტში” მონაწილეობა ჯანმრთელობის ფასად დამიჯდა – როგორც ფიზიკურის, ასევე ფსიქოლოგიურის. იყო ძალიან დიდი სტრესი, ეს პროექტი ჩემთვის გამოცდა იყო. ერთ დღეს რომ მივედი, ხმაც კი ჩამიწყდა. ეს განა იმიტომ, რომ თავს არ ვუვლიდი… არა, როცა ხვდები, რომ შოუს ნაწილი ხარ, ძალიან მოქმედებს. ამ პროექტის დასრულების შემდეგ ღრმა დეპრესია დამეწყო, რომელიც ძალიან რთულად გადავიტანე. სახლიდანაც არ გავსულვარ, მეგონა, რომ ხალხს იმედი გავუცრუე. 

წაგებული ადამიანის პოზიცია ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო. არ გეგონოთ, რომ მე არ ვიბრძოდი, ან უარი ვთქვი ევროვიზიაზე წასვლაზე.” – ამბობს ბარბარე.

Back to top button