„უცხოპლანეტელი კოშევოდან“ – ბოსნიური მედია გიორგი გულიაშვილზე – bbcnews.ge
სპორტი

„უცხოპლანეტელი კოშევოდან“ – ბოსნიური მედია გიორგი გულიაშვილზე

ბოსნიური გამოცემა Avaz-ი „სარაევოს“ ქართველი ფორვარდის, გიორგი გულიაშვილის შესახებ წერს.

„გაზაფხულზე პირველი გამარჯვება „სარაევოს“ „შიროკი ბრიეგთან“ გულიაშვილის გოლმა მოუტანა (1:0). ქართველი ფორვარდი უდავოდ, ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია, რასაც ის ყოველ ტურში ამტკიცებს. მართალია, ხანდახან ის ინდივიდუალიზმში აჭარბებს, მაგრამ მას ასევე შეუძლია, მატჩის ბედი ერთი მოძრაობით გადაწყვიტოს.

მიმდინარე სეზონის 19 მატჩში გულიაშვილმა 13 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. გარდა ამისა, გიორგის 4 ასისტი დაუგროვდა და ეს რიცხვი უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხანდახან გულიაშვილის თანაგუნდელები მის ჩანაფიქრს ვერ ხვდებიან…“

განაგრძეთ კითხვა

Back to top button