“უკან რომ გავიხედე, დაჩოქილი დამხვდა, ხელში ბეჭდით“ – ვინ არის დავით ნინიაშვილის ულამაზესი მეუღლე და რას ჰყვება პირადი ცხოვრების დეტალებზე – bbcnews.ge
საზოგადოება

“უკან რომ გავიხედე, დაჩოქილი დამხვდა, ხელში ბეჭდით“ – ვინ არის დავით ნინიაშვილის ულამაზესი მეუღლე და რას ჰყვება პირადი ცხოვრების დეტალებზე

“ეს ჩემი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვი­უა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის იყო, მაგ­რამ თავს ვა­რი­დებ­დი, არ მქონ­და სურ­ვი­ლი და არც სა­ჭი­როდ ვთვლი­დი, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­ჯა­როდ მე­სა­უბ­რა”, – ამ­ბობს მო­რაგ­ბე და­ვით ნი­ნი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ლინ­და ინაშ­ვი­ლი. რა პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ბიჭი, რო­მელ­საც უკვე უწო­დეს მსოფ­ლიო რაგ­ბის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი და რო­გო­რია მისი ცხოვ­რე­ბა მო­ე­დანს მიღ­მა? – ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ლინ­და ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გვე­სა­უბ­რე­ბა.

  • – ლინ­და, და­ვი­თი სა­ქარ­თვე­ლო ნი­დერ­ლან­დე­ბის (40:7) ნაკ­რე­ბე­ბის თა­მა­შის შემ­დეგ, სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­ა­სა­ხე­ლეს, ის ყვე­ლა შეხ­ვედ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­რაგ­ბეა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა წერს, რომ ნი­ნი­აშ­ვი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ამ­ბი­ცი­ის გუნდს და­ამ­შვე­ნებ­და. თქვენ­თვის რა გან­ცდაა, რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი გეს­მით?

– რა თქმა უნდა, მე­ა­მა­ყე­ბა, მისი ყო­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად ხში­რად ხდე­ბა, თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ყო­ვე­ლი თა­მა­შის შემ­დეგ და­თუ­ნას­გან უფრო და უფრო მეტს ვე­ლო­დე­ბი.

  • – თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გა­იხ­სე­ნეთ დღე, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად გახ­სოვთ.

– სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი ბევ­რი დღეა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. გა­მორ­ჩე­უ­ლად მახ­სოვს ჩვე­ნი გაც­ნო­ბის დღე – მეც ვი­ცო­დი, ვინ იყო და და­თუ­ნა­მაც იცო­და, ვინ ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი 5-წა­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტი გვქონ­და თვა­ლე­ბით და ეს 5 წამი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ასე­ვე ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო დღე, რო­დე­საც ხელი მთხო­ვა. სა­მო­დე­ლო სა­აგ­ნე­ტო­დან სა­ბერ­ძნეთ­ში ვი­ყა­ვი, და­თუ­ნას იმ პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლიო თას­ზე ჰქონ­და თა­მა­შე­ბი. ბოლო შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჩა­მო­მა­კი­თხა, რა თქმა უნდა, მე ეს არ ვი­ცო­დი. კი­ბე­ზე ჩავ­დი­ო­დი და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, უკან რომ გა­ვი­ხე­დე, და­ჩო­ქი­ლი დამ­ხვდა, ხელ­ში ბეჭ­დით. ამას ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ის ემო­ცია გად­მოვ­ცე, იმ წუთ­ში რომ მქონ­და. ვკი­თხე, რა-მეთ­ქი (იცი­ნის)? გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და, “კი” ან “არა” მი­თხა­რიო. ორი­ვე დაბ­ნე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ძა­ლი­ან დიდ ემო­ცი­ებ­ში, ვნერ­ვი­უ­ლობ­დით. მარ­ტო ვი­ყა­ვი და პა­ტა­რა ვი­დეო თა­ვად გა­და­ვი­ღე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ჩვე­ნი ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი, არ ვა­სა­ჯა­რო­ებ… გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

Back to top button