"ერთი გარდაცვლილი მაშველებმა ავტომობილიდან ამოიყვანეს" - ვრცელდება კადრები - bbcnews.ge

“ერთი გარდაცვლილი მაშველებმა ავტომობილიდან ამოიყვანეს” – ვრცელდება კადრები

04.03.2025

მეტეხის ხიდთან, მტკვარში, სადაც ავტომობილი ჩავარდა, 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

ცხედარი მაშველებმა მას შემდეგ იპოვეს, როდესაც ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს.

ამ ეტაპზე, უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.

ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა.

ვიდეო: გიორგი ნიკოლიშვილი

რეკლამა
რეკლამის ადგილი