მიშა ანდღულაძე ნიდერლანდებში მომხდარ თავდასხმაზე დუმილს არღვევს – bbcnews.ge
საზოგადოება

მიშა ანდღულაძე ნიდერლანდებში მომხდარ თავდასხმაზე დუმილს არღვევს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნი­დერ­ლან­დებ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა, მაია ბა­ჩა­ნაშ­ვილ­მა ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ქალი წერ­და, კად­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იუ­მო­რისტ მიშა ან­დღუ­ლა­ძეს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

  • პოს­ტის ავ­ტო­რის ცნო­ბით, მიშა ან­დღუ­ლა­ძემ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხარ­დამ­ჭე­რებს რუ­სე­ბი უწო­და, რა­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­გილ­ზე მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მიშა ან­დღუ­ლა­ძეს ნი­დერ­ლან­დებ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით, იუ­მო­რის­ტმა Ambebi,ge-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იყო და­გეგ­მი­ლი თავ­დას­ხმა. მისი თქმით, “ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­მე­დი სა­ღა­მო იყო და მას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის რუ­სე­ბი არ და­უ­ძა­ხია”.

მიშა ან­დღუ­ლა­ძე:

– კარ­გად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. ჰა­ა­გის პო­ლი­ცია ჩარ­თუ­ლია, იმე­დია გა­მო­ი­ძი­ე­ბენ. ეს იყო და­გეგ­მი­ლი თავ­დას­ხმა, ათი კაცი ერ­თზე. თან სხვა რამ მოხ­და და სხვა რა­ღაც და­წე­რეს პოს­ტში, თით­ქოს, (“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის”) ამომ­რჩევ­ლებს რუ­სე­ბი ვე­ძა­ხე, როცა რე­ა­ლუ­რად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­მე­დი სა­ღა­მო გვქონ­და.

ძა­ლი­ან ჰგავს წი­ნას­წარ და­გეგ­მილ ამ­ბავს.

რა­ღაც სტა­ტის­ტი­კა­ში ხომ არ მოვ­ყე­ვი?! ჯო­ჯო­ხე­თია სრუ­ლი.

მა­ნამ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მქონ­და საქ­მე, “სთენ­და­ფის” ერთ-ერთ ხუმ­რო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და რე­ლი­გი­ურ თე­მას, ფა­რი­სევ­ლო­ბას, ჯვრე­ბის უაზ­რო ად­გი­ლებ­ზე აღ­მარ­თვას. შემ­დეგ მე მღვდელ­თა­ნაც მქონ­და ამა­ზე გა­და­ცე­მა­ში სა­უ­ბა­რი. კითხვის გაგრძელება

Back to top button