
„ვინ არის საბა ხარებაშვილი? „ლივერპულს“ და მადრიდის „რეალს“ ვუნდერკინდი ქართველი მარცხენა მცველი სურთ“ – ასე ასათაურებს ცნობილი პორტალი, Transfermarkt სტატიას, რომელიც თბილისის„დინამოს“ 16 წლის ფეხბურთელზე, საბა ხარებაშვილზე არის მომზადებული.
რა წერია Transfermarkt-ის სტატიაში:
„საბა ხარებაშვილი ჯერჯერობით, ფეხბურთის ყველაზე ფანატიკური გულშემატკივრებისთვისაც კი შედარებით უცნობად რჩება, მაგრამ ქართველი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ნიჭიერი მცველია მსოფლიო ფეხბურთში, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ…“