
უკრაინული შოუ-ბიზნესის ცნობილი წარმომადგენელი, ოლეგ კენზოვი, სკანდალის ცენტრში მოექცა. მიზეზი მისი ქვეყნიდან წასვლა და მესამე ცოლი გახდა, რომელიც წარმოშობით ქართველია. მომღერლის ყოფილმა მეუღლემ, უკრაინაში ცნობილმა Dj Madonna-მ, განშორების შემდეგ პირველად გაახმაურა ყოფილი ქმრის შესახებ და მისი პირადი ცხოვრების ზოგიერთი დეტალი გაასაჯაროვა.
ომის დაწყებისას უკრაინაში, როცა რუსეთმა შეჭრა დაიწყო, ოლეგ კენზოვი თავდაპირველად ცდილობდა უკრაინულ ენაზე შექმნილიყო სიმღერები, ღიად აკრიტიკებდა აგრესიას და პატრიოტული ნაწარმოებებითაც კი გამოირჩეოდა. თუმცა, მისი პოზიცია მალევე შეიცვალა: მომღერალმა ქვეყანა დატოვა, საზღვარგარეთ გადასახლდა და რუსულ ენაზე გადაერთო. ამასთან, ის არ მოერიდა პუტინის მხარდამჭერებთან ერთად სცენაზე გამოსვლას, რამაც უკრაინაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
კენზოვის ყოფილმა მეუღლემ, რომელიც უკრაინაში Dj Madonna-ს სახელითაა ცნობილი, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ამჟამად საბერძნეთში იმყოფება. მეტიც, მისი თქმით, კენზოვი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ცდილობს – ამისთვის მან ქართველ ქალზე იქორწინა და წყვილს უკვე შვილიც ჰყავს. “საბერძნეთშია ახლა, მესამე ცოლი ქართველია. საქართველოს პასპორტზე განაცხადი შეიტანა. შვილიც გაუჩნდათ,” – აღნიშნა Dj Madonna-მ. კითხვის გაგრძელება