
სოფო ხალვაში 1986 წლის 31 მაისს, ბათუმში დაიბადა. მუსიკა მის ოჯახში ცენტრალურ როლს თამაშობდა. მამამ, პროფესიონალმა მუსიკოსმა, სოფოში ადრეული ასაკიდანვე ჩაუნერგა მუსიკისადმი ღრმა სიყვარული.
სოფო ხალვაში
სოფო ხალვაში სხვადასხვა მუსიკალური პროექტებით გახდა ცნობილი, მათ შორის იყო “ნუცას სკოლა“ იმედზე… ის იყო პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც 2007 წელს “ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველო წარადგინა, სოფო ხალვაში იყო ასევე კონკურს “ახალი ტალღის“ პრიზიორიც.
“ძალიან ხშირად ვფიქრობ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. დავხუჭავდი თვალებს და წარმოვიდგენდი, რომ სცენაზე ვიდექი. ჩემი ყველა ოცნება ამას უკავშირდებოდა – სხვა ვერაფერი წარმომედგინა. როცა სახლში რაღაცაზე მეჩხუბებოდნენ, ან რამე მეწყინებოდა, შევიდოდი ოთახში, კარს ჩავკეტავდი, პიანინოზე ვუკრავდი და ვმღეროდი. გულს ვაყოლებდი, ამაში ვიცლებოდი და ვწყნარდებოდი” – იხსენებდა სოფო.

2006 წლის სიმღერის კონკურსში იურმალაში მესამე ადგილი დაიკავა. მომღერალს ფესტივალმა „ახალმა ტალღამ“ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა არა მარტო სამშობლოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ მომდევნო წლებში საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული „ახალ ტალღა 2007“-ზე და „ახალ ტალღა 2008“-ზე.
პირადი ცხოვრება
პოპულარობის პიკზე მყოფმა სოფო ხალვაშმა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელის რეზო ძოძუაშვილის ვაჟზე – მიშაზე იქორწინა. სოფო მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დილის წამყვანისა და მუსიკალური გამფორმებლის პოზიციაზე მუშაობდა.
წყარო: მარაო