“ასეთი გემრიელი სადილი დავახვედრე მეუღლეს – უგემრიელესი “ხალადეცი” კანჭით! ელგა ტაბატაძის სპეციალური რეცეპტი” – bbcnews.ge
კულინარია

“ასეთი გემრიელი სადილი დავახვედრე მეუღლეს – უგემრიელესი “ხალადეცი” კანჭით! ელგა ტაბატაძის სპეციალური რეცეპტი”

რეცეპტი: ელგა ტაბატაძე

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი – 1 კგ
  • ღორის კანჭი – 4 ცალი
  • ხახვი – 2 თავი
  • სტაფილო – 1 ცალი
  • დაფნის ფოთოლი – 3 ცალი
  • შავი პილპილის მარცვლები
  • დაჭყლეტილი ნიორი – 1 თავი
  • მარილი და წიწაკა

მომზადების წესი

1 კგ ღორის ხორცი და 4 ცალი პატარა კანჭი გავასუფთავე კარგად დავასხი წყალი, დავამატე 2 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 3-4 ცალი დაფნის ფოთოლი, პილპილის შავი მარცვლები. კარგად რომ მოიხარშა, ამოვიღე ხორცი და მოვაყარე მარილი. ნახარში გავაჩერე 10 წუთი რომ დაიწრიტოს და სუფთა წვენი ამომეღო. ამოვიღე ნაზად 1 ლიტრი ნახარში ,გადავწურე საწურზე, დავამატე 1 თავი ნიორი დაჭყლეტილი, შემდეგ მარილი და მსხვილად დაფქული წიწაკა გემოვნებით და დავასხი ძვლებისგან გასუფთავებულ, ცოტა მსხვილად დაჭრილ ხორცს (ვიდეოშია აღწერილი). გავაჩერე მთელი ღამით მაცივარში

წყარო: gemrielia.ge

Back to top button