⚠️ ესპანური პრესა გიორგი მამარდაშვილზე არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს! – bbcnews.ge
სპორტი

⚠️ ესპანური პრესა გიორგი მამარდაშვილზე არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს!

გიორგი მამარდაშვილმა, შესაძლოა, „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს, – ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი წერს.

„სატრანსფერო ბაზარზე „ვალენსიის“ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი აქტივი გიორგი მამარდაშვილი იყო. ამიტომ „ლივერპულმა“ ამ შესაძლებლობით ისარგებლა, რათა სამომავლოდ ძალიან ნიჭიერი მეკარე ჰყოლოდა.

მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში „ვალენსიაში“ იჯარითაა. მან 21 მატჩი ჩაატარა, 35 გოლი გაუშვა და კარი უგოლოდ მხოლოდ ხუთჯერ შეინახა. ესპანურ გუნდს ლა ლიგაში მძიმე პერიოდი უდგას. პრობლემა ქართველი მეკარე არ არის, თუმცა ბოლო დროს ის შეცდომებს უშვებს. ამიტომ, შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დროებით ფორმისა და მოსალოდნელი ტრანსფერის გამო დაკარგოს.

სტოლე დიმიტრიევსკი თავის შანსს ელოდება. შესაძლებელია, სეზონის განმავლობაში „ვალენსიის“ პირველი ნომერი სწორედ ჩრდილოეთმაკედონიელი მეკარე გახდეს. ეს კი ნიშნავს, რომ მამარდაშვილის დრო „ვალენსიაში“ დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად ამისა, ქართველი „ლივერპულის“ მთავარ პერსპექტივად და მნიშვნელოვან შენაძენად რჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპული“ მზადაა, მომდევნო სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს კაიომინ კელეჰერი (ამაზე Football Insider-ი წერს) გაყიდოს, ხოლო გიორგი მამარდაშვილი ის მეკარე იქნება, რომელიც მომავალ სეზონში „ენფილდზე“ ირლანდიელის ადგილს დაიკავებს“, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა.

წყარო: 1TV.Ge – Sport

Back to top button