თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით შემდეგ გვერდზე 49 წამის შემდეგ.

🔥 მინი-ბორდელი, ფიქციური ხელის მოწერა მეძავთან, თაღლითობა, სახლი ლოს-ანჯელესში - გივი სიხარულიძის სკანდალები! - bbcnews.ge
საზოგადოება

🔥 მინი-ბორდელი, ფიქციური ხელის მოწერა მეძავთან, თაღლითობა, სახლი ლოს-ანჯელესში – გივი სიხარულიძის სკანდალები!

„25 სანტიმეტრი“, ლექსების კორიანტელი, პერსონაჟი – გურამ ჯინორია, ალბათ, გივი სიხარულიძე გაგახსენდათ. დიახ, დღეს მის უცნობ სკანდალებზე გიამბობთ.

იცოდით, რომ მსახიობი ამერიკაში თაღლითობდა? ან ის იცოდით ხელი ფიქციურად მეძავთან რომ მოაწერა და არაოფიციალური მინი-ბორდელი გახსნა?

ამის შესახებ თავად, გივი სიხარულიძე ჟურნალისტებთან საუბრობს. 

ფიქციური ხელის მოწერა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან:

„ერთხელ, რესტორანში, მშვენიერი გარეგნობის „უტანკამ“ თავისთან შემომთავაზა ღამის გატარება. მეც უყოყმანოდ დავთანხმდი. ნასიამოვნები ავდექი. მძინარეს ბალიშქვეშ ფული ამოვუდე და ის იყო, გარეთ უნდა გამოვსულიყავი, რომ მისი ხმა მომესმა:

„წაიღე ფული, შენ ფულისთვის არ წამომიყვანიხარ, უბრალოდ, შენი „ხოში“ მქონდა და დავიკმაყოფილე. თუ შენც გესიამოვნა ჩემთან ყოფნა, შეგიძლია, მოხვიდე ხოლმეო”. მადლობა გადავუხადე.

რა თქმა უნდა, ფული არ ავიღე, მაგრამ, ვუთხარი: ბედნიერებაა შენნაირ ქალთან მეგობრობა -მეთქი.

იმ დღიდან, თითქმის დღე არ გამომიტოვებია, რომ ღამე მასთან არ გამეტარებინა.

ერთხელ ვუთხარი:

დაანებე თავი „პუტანკობას“ და შენ რჩენას მე ავიღებ ჩემს თავზე -მეთქი. მან სერიოზულად მიპასუხა: იმ პროფესიას, რომელმაც რუსეთის მიყრუებული სოფლიდან მოსკოვში ჩამომიყვანა, ფული მაშოვნინა და ახლა ბარონესასავით ვცხოვრობ, დიდ პატივს ვცემ და თავს ვერ დავანებებ. თანაც, არავის კმაყოფაზე ყოფნა არ მინდა, – მერე ცოტა შეყოვნდა და დაამატა: კარგად იცი, დედით ებრაელი ვარ და ამერიკაში ვაპირებ წასვლას ემიგრაციაში, თუ გინდა, ფიქციურად მოვაწეროთ ხელი და თან წაგიყვანო. მინდა-მეთქი.

სწორედ ამ დროს გადაწყდა ჩემი ამერიკაში გადასვლა. მართლაც, რამდენიმე დღეში ხელი მოვაწერეთ… მე ცოტას ვნერვიულობდი – ვაითუ, არ გამიშვან, ნასამართლევი რომ ვარ-მეთქი, მაგრამ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა ებრაელმა დამაწყნარა – შენნაირ ხალხს უფრო უშვებენ, ნაციხარი და „პრისტუპნიკი“ აქ ვის რაში სჭირდებიო…

მართლაც, მივიღე წასვლის უფლება. ერთი დღით ჩამოვფრინდი თბილისში, მშობლებს კაი დიდი თანხა დავუტოვე და თან, დავაწყნარე:

იცოდეთ, ჩიტის რძეს არ მოგაკლებთ-მეთქი. დედაჩემმა მწუხარე ხმით მითხრა:

ჩვენი ჩიტის რძე ის იქნება, შენ რომ ბედნიერი იქნებიო. მეორე დღეს მოსკოვში ჩავფრინდი და იმავე დღეს უკვე შერემეტიევოს აეროპორტში ვიყავით…

ამერიკაში ცხოვრება

თავბედს ვიწყევლიდი ამერიკაში ჩამოსვლის გამო. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე. მე, ოქსანამ და დედამისმა ბიზნესი წამოვიწყეთ და ცოტა დავწყნარდი…

ოფისი ბრუკლინის რაიონში, ორსართულიან სახლში გავხსენით. შესასვლელ კართან, სხვადასხვა ზომის ფოტოებით დამშვენებულ კედელთან მიდგმულ მაგიდასთან ოქსანას დედა იჯდა, წინ პროფესიონალური ფოტოაპარატი ედო, რომლითაც მსურველებს სხვადასხვა ზომის სურათებს უღებდა.

კარიდან ხელმარჯვნივ, ტყავის მოდურ სავარძელში, ელეგანტურად გამოწყობილი, მე ვიჯექი. მეორე ოთახში ორი პლაკატი იყო გაკრული: ერთზე წელს ზემოთ შიშველი კულტურისტის პოზაში გამოსახული ვიყავი, მეორეზე – მონაზვნის სამოსში, უცოდველი სახით მომზირალი, მკერდმოშიშვლებული ოქსანა იყო.

პლაკატის ქვემოთ ეწერა: „ბერი მენია, გოლუბჩიკ”…

ერთი სიტყვით, ორი ადამიანის არაოფიციალური მინი-ბორდელი შევქმენით…

უნდა გენახათ ჩემი და ოქსანას შეწყვილების დროს რა ენთუზიაზმითა და გატაცებით გვიღებდა სურათებს ოქსანას დედა.

მეორე დღისათვის ოცდაათ სახეობაში ჰქონდა გამზადებული ჩემი შიშველი ფოტოები. როცა ვკითხე, ამდენი ფოტო რად გინდოდა-მეთქი, იორნიულად შემომხედა და მითხრა:

ჩვენ ბევრი დავკარგეთ, რომ ადრე არ გადავიღეთ ასეთი ფოტოებიო. ამის შემდეგ თვითონ შევთავაზებ შენგან ნასიამოვნებ კლიენტებს ფოტოებს, ვატყობ, კაი ბიზნესი გამოგვივაო.

ერთი სიტყვით, საქმე კარგად მიგვდიოდა. ასე გავდიოდით ფონს და კაი „მაყუთიც“ გვქონდა სეიფში გადამალული.

ოქსანას, ერთი რუსის ემიგრანტი – ორმეტრიანი ჟვერი შემოეჩვია, რომელიც კაი მაყუთს იხდიდა. თავიდან მიხაროდა კაი კლიენტი, მაგრამ, მერე მაგრად გამიტყდა. ვატყობდი, რომ სულ სხვა ხასიათი მიიღო მათმა ურთიერთობამ.

ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე ამიხდა ჩემი წინათგრძნობა:

ერთ მშვენიერ დღეს, ოქსანამ მთელი მაყუთი „ასწია” სეიფიდან და მასთან ერთად ისე გაუჩინარდა, რომ თავისი დამპალი დედა შემომტენა. ოქსანას დედამ რომ დამინახა, რა დღეშიც ჩავვარდი, თანაგრძნობით ხელი ხელზე დამადო და მითხრა:

მოდი ჩვენ გავაგრძელოთ ისევ მუშაობაო. რა მექნა, დავთანხმდი – ის ფოტოებს იღებდა, მე კი ჩემს საქმეს ვსაქმიანობდი… კითხვის გაგრძელება

Back to top button