„დამიბრუნდი, გემუდარები…“ – ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს – bbcnews.ge
საზოგადოება

„დამიბრუნდი, გემუდარები…“ – ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც შვილს მიმართავს. 

„დეე, ნეტა ჩემი მონატრების 1%-ს გრძნობდე… უშენო დღეებისთვის არ გამიმეტებდი… დამიბრუნდი, გემუდარები რააა“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.  

Back to top button