"მიშველეთ! რა გავაკეთო, დამეხმარეთ! - მაია კაჭკაჭიშვილი დახმარებას ითხოვს - bbcnews.ge

“მიშველეთ! რა გავაკეთო, დამეხმარეთ! – მაია კაჭკაჭიშვილი დახმარებას ითხოვს

25.02.2025

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი დახმარებას ითხოვს:

“მიშველეთ! ბიძაჩემი არის სახლში ჩაკეტილი, რომელსაც ავარიული სახურავი აქვს, იმხელა თოვლი ადევს რომ ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს. ფეხი არ აქვს და ეზოშიც დიდი თოვლია, ვერ გადის ! მეზობლებიც ვერ ეხმარებიან ! აქედან ვერ ჩავდივართ გადაკეტილია გზა!

ველაპარაკე გამგებელს და ფეხებზე დამიკიდა …

ბათუმის მერიაშიც ვთხოვე, მაგრამ რეაგირება არ მოხდა !

რა გავაკეთო დამეხმარეთ !

ოზურგეთის რაიონი სოფელი ფამფალეთი, თიხნარას დასახლება, კაკო ინწკირველი!

ასე ბედის ანაბარა ადამიანების დატოვება რომელ ქვეყანაშია კიდევ?” – წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

რეკლამა
რეკლამის ადგილი