„ნუთუ ეს ის სილაა, ვინც ეკრანებიდან გვახსოვს? თურქი ვარსკვლავის წარსული და დღევანდელი სახე“ – bbcnews.ge
მსოფლიოშოუბიზნესი

„ნუთუ ეს ის სილაა, ვინც ეკრანებიდან გვახსოვს? თურქი ვარსკვლავის წარსული და დღევანდელი სახე“

თურქი მსახიობი სილა თურქოღლუ ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს თავისი ნიჭითა და ქარიზმით. მან სამსახიობო კარიერა 2018 წელს დაიწყო, როცა პირველად გამოჩნდა სერიალში „Ağlama Anne“. მომდევნო წელს, 2019-ში, მან მონაწილეობა მიიღო სერიალ „Yemin“-ში, ხოლო მალევე მიიღო სეჰერის როლი სერიალში „Emanet“, რამაც მას ფართო პოპულარობა მოუტანა.

სწორედ „Emanet“-ში შეუერთდა მოგვიანებით ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი, რომელიც სერიალში ნანას როლს ასრულებს. ნანუკა გადაღებებში მას შემდეგ ჩაერთო, რაც სილა თურქოღლუმ გადაწყვიტა, რომ პროექტში აღარ მიეღო მონაწილეობა. სილამ ამ სერიალში დიდხანს ითამაშა და თავისი ნიჭი 416 ეპიზოდში გამოავლინა, რითაც მაყურებლის გულები დაიპყრო.

სილა თურქოღლუს ნამდვილად ჰყავს ერთგული ფანების დიდი გუნდი, რომლებიც სოციალურ ქსელებში გამოირჩევიან დიდი აქტიურობით. ისინი ხშირად აზიარებენ თავიანთი საყვარელი მსახიობისადმი მხარდამჭერ პოსტებს და მის ნამუშევრებს დიდი ენთუზიაზმით უჭერენ მხარს.

ამჟამად სილა თამაშობს ცნობილ თურქულ სერიალში „შერბეთი“ (თურქულად „Kızılcık Şerbeti“), სადაც ის დოღა ქორქმაზის პერსონაჟს განასახიერებს. ეს სერიალი თანამედროვე თურქული ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც მაღალი რეიტინგები დაიმსახურა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის საქართველოში, სადაც მაყურებელმა უკვე შეიყვარა ეს დრამა. „შერბეთი“ გამოირჩევა საინტერესო სიუჟეტითა და ძლიერი მსახიობებით, რაც სილას ტალანტის კიდევ ერთხელ გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს.

სილა თურქოღლუს გარეგნობა თურქულ მედიაში ხშირად ხვდება ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით მისი სილამაზის შესახებ დისკუსიებისას, რომელსაც ბევრი პლასტიკურ ოპერაციებს მიაწერს. მედიაში გავრცელებულმა მსახიობის ძველმა ფოტომ, სადაც მისი ახალგაზრდობის პერიოდის სახე მკვეთრად განსხვავდება დღევანდელი იერსახისგან, დიდი განხილვა გამოიწვია. ეს საკითხი თურქეთში ნამდვილად გახდა საზოგადოების განსჯის საგანი და ერთგვარ სკანდალადაც კი იქცა.

ერთი მხრივ, ზოგიერთმა მსახიობმა და საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა სილა, რადგან თურქეთში პლასტიკური ჩარევები ზოგისთვის მიუღებლად ითვლება და ხშირად ნატურალურ სილამაზეს უფრო აფასებენ. მეორე მხრივ, ბევრმა გულშემატკივარმა და თანამემამულემ მხარი დაუჭირა მსახიობს, მიიჩნევს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორი გარეგნობა სურს. ამან თურქეთში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სილას, როგორც საზოგადო მოღვაწის, გავლენასა და პოპულარობას

“ბუ­ნებ­რი­ვად ლა­მა­ზი აღა­რა­ვი­ნაა, ხე­ლოვ­ნუ­რი სი­ლა­მა­ზის ეპო­ქა.“

“მერე რა თუ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ი­კე­თა, ულა­მა­ზე­სია, ვი­საც რო­გორ სურს, ისე უნდა მო­იქ­ცეს.“

“ნუთუ ეს ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ეკ­რან­ზე ახლა ვხე­დავთ?!“

“აი მეს­მის”

“მე­დი­ცი­ნის ძალა“, – წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

სილა თურ­ქოღ­ლუს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ამ თე­მა­ზე კი­თხვაც და­უს­ვეს და ჰკი­თხეს, ჰქონ­და თუ არა მას გა­კე­თე­ბუ­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რა­საც მსა­ხი­ობ­მა ასე უპა­სუ­ხა – “არა, პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია“, – თქვა მსა­ხი­ობ­მა.

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ფა­ნებს მი­უ­ხე­და­ვად ამ გან­მარ­ტე­ბი­სა, არ სჯე­რათ, რომ სი­ლას გა­რეგ­ნო­ბა ბუ­ნებ­რი­ვია.

Back to top button