
მომღერალი თიკა ფაცაცია ყოველთვის იწვევს თაყვანისმცემლების აღფრთოვანებას, როგორც გარეგნული კუთხით, ისე თავისი ნიჭიერებით, რომლითაც ხშირად გვანებივრებს.
გადაცემაში „გვაჩვენე შენი ხმა“ თიკამ ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ინოლა გურგულიას ცნობილი სიმღერა „ძეგლად გადმომეფარე“ არაჩვეულებრივად შეასრულა და გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტი მიიღო.
„თიკა, რა ბუნებრივი და საყვარელი ხარ “, „ყველაფერი რომ გიხდებათ და რასაც შეეხებით ყველაფერს რომ ამშვენებთ ისეთი ხართ თქვენ, ძალიან მიყვარხართ, წარმატებებს გისურვებთ “, „როგორ მიყვარს და მსიამოვნებს თქვენი ყურება. ყველაფერი როგორ კარგად გამოგდით “, „თიკა სუპერ შესრულება “, „მიყვარხარ ♥️“, – აღნიშნავენ ვიდეოს კომენტარებში.