7 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა – bbcnews.ge
შემთხვევა

7 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, 7 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: პრაიმტაიმი

Back to top button