⛸ 15 წლის ქართველი მოციგურავის გზა რუსეთიდან ჩემპიონობამდე: გაიცანით ინგა გურგენიძე! – bbcnews.ge
სპორტი

⛸ 15 წლის ქართველი მოციგურავის გზა რუსეთიდან ჩემპიონობამდე: გაიცანით ინგა გურგენიძე!

ინგა გურგენიძის გზა წარმატებისკენ – ისტორიული მედალი საქართველოსთვის

2022 წელს ცნობილი გახდა, რომ ყაზანში მცხოვრები ახალგაზრდა მოციგურავე, ინგა გურგენიძე, საქართველოს ნაკრების სახელით იასპარეზებდა. მაშინ ის მხოლოდ 13 წლის იყო.

საქართველოს სახელით გამოსასვლელად მან მოქალაქეობის მისაღებად ყველა საჭირო პროცედურა გაიარა და მალევე შედგა მისი დებიუტი. ამ ცვლილებამ რუსული მედიის მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია – იქ აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველო რუს სპორტსმენებს იწვევდა.

რუსულმა გამოცემებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ საქართველოში გადასვლის შემდეგ ინგას საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლის მეტი შესაძლებლობა მიეცა. მართლაც, მან მალევე დაამტკიცა, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა.

2022 წლის ოქტომბერში, იტალიის ქალაქ ეგნაში გამართულ იუნიორთა გრან-პრის მე-6 ეტაპზე, 37 ქვეყნის 44 მოციგურავეს შორის, ინგა გურგენიძემ მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ შედეგით მან ევროპის მონაწილეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

მისი წარმატებები გაგრძელდა 2023 წელსაც. თებერვალში Dragon Trophy & Tivoli-ს თასზე ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიგო, ხოლო NRW თასზე, სადაც 17 ქვეყნის 31 სპორტსმენი ასპარეზობდა, უპირობო გამარჯვება მოიპოვა როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში, საბოლოოდ 20-ზე მეტი ქულის უპირატესობით.

სულ ცოტა ხნის წინ კი, ინგა გურგენიძემ საქართველოსთვის ისტორიული წარმატება მოიტანა – მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მან თავისუფალ პროგრამაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და უმნიშვნელოვანესი მედალი მოიპოვა.

“ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გავხდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასჯერ უფრო კარგად გამოსვლა შემიძლია. რაც შეეხება დასაწყისში დაშვებულ ხარვეზს, როგორც ჩვენ სახეობაში, ასევე მთლიანად სპორტში არსებობს როგორც დაცემა, ასევე წამოდგომა. კარიერაში დიდ მიზნებს ვისახავ და ეს წარმატება იმ უდიდესი გზის ლამაზი დასაწყისია, რომელიც უნდა გავიარო”,  აღნიშნა ინგამ თავისი წარმატების შემდეგ.

Back to top button