მძიმე ავარია - მანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა - bbcnews.ge

მძიმე ავარია – მანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

18.02.2025

ბათუმში დღეს, 18 თებერვალს, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი.

“პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია”, – მოგვწერა პრესსამსახურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

წყარო

რეკლამა
რეკლამის ადგილი