დედის გარდაცვალებით მიღებული ტრავმა, 28 წლის ასაკში დაოჯახება და დიდი სიყვარული – თათული ედიშერაშვილის პირადი ამბები – bbcnews.ge
საზოგადოება

დედის გარდაცვალებით მიღებული ტრავმა, 28 წლის ასაკში დაოჯახება და დიდი სიყვარული – თათული ედიშერაშვილის პირადი ამბები

მსახიობი თათული ედიშერაშვილი წლების განმავლობაში ტელეეკრანის საშუალებით ყველა ოჯახის სტუმარია და შესაბამისად, ბევრი მაყურებლის საყვარელი მსახიობი გახდა. მის მიერ განსახიერებული თამარ ღლონტი წლების განმავლობაში ქართველი მაყურებლის კარგ განწყობაზე ზრუნავდა.

პროფესია

” მსახიობი, სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია. კითხვა არ შემეძლო, მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ლექსი ზეპირად ვიცოდი. თან, ისეთი ლექსები, რომელიც მაშინდელ ასაკში არ უნდა მცოდნოდა. დედას პოეზია ძალიან უყვარდა, ხშირად მიკითხავდა და როგორც ჩანს, დამამახსოვრდა. ოჯახის წევრები მთხოვდნენ, მხატვრულად წამეკითხა. პროფესიული არჩევანის გამო, არასდროს მინანია, მაგრამ ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ გულისტკივილი მქონია. იმედგაცრუება განმიცდია არა პროფესიაში, არამედ ” პროფესიულ ურთიერთობაში. ასეთ დროს ბრძოლისუნარიანი ვხდები. ზოდიაქოთი ტყუპი ვარ და ერთ თათულის მეორესთან გამუდმებით რაღაცის მტკიცება უწევს. სურვილებში ხშირად გაორება მაქვს, გადაწყვეტილებებს დიდი ფიქრის შედეგად ვიღებ.

ნამდვილად ვგრძნობ, რომ ჩემი დანახვა უხარიათ. ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვეტყვი, მართლა ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს. ეს საოცარი რამ არის. შეიძლება, ბევრი რამ აკეთო, მაგრამ რა ენერგიასაც უშვებ, მისი ნახევარი დაგიბრუნდეს, ან ცოტა შეცვლილი ფორმით. მე კი რა ემოციასაც ვუშვებ მაყურებელში, გაათასმაგებული მიბრუნდება, რაც უდიდესი ბედნიერებაა როგორც ადამიანისთვის, როგორც მსახიობისთვის და როგორც დედისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას. როცა სიამოვნებით ვაკეთებ ჩემს საქმეს და ამით სხვასაც სიამოვნებას ვანიჭებ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, ისიც ვთქვა, რომ ძალიან ნუ გაგვაკრიტიკებენ და უფრო ლმობიერები იყვნენ. თუმცა, ჯანსაღ კრიტიკას ნამდვილად არ ვერიდები და არ მეშინია”- ამბობდა მსახიობი.

ოჯახი

თათული ედიშერაშვილი პირად ცხოვრებაზე საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებს, ინტერვიუებიც არ უყვარს. მსახიობი 2009 წელს გათხოვდა, ახლა ორი ქალიშვილის, ნანიკოს და სესეს დედაა. თათული ქმრის ვინაობას მალავს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი ქმარი გვარად ჩიმჩიურია და ძალოვანი უწყების თანამშრომელია.

„ის, რომ პირადშიც და კარიერაშიც წარმატებული ვარ, ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემი მეუღლის, რომელიც არანორმალური მოთმინების მქონე ადამიანია. მას ძალიან კარგად შეუძლია გაიგოს ის, რომ ერთი თვის განმავლობაში დილის ექვსზე ვბრუნდებოდე გადაღებიდან სახლში. არასდროს დამისვამს კითხვებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ჩემს პროფესიაში ჩართული და სხვა საქმეს აკეთებს, აბსოლუტურად ესმის ჩემი სამუშაო რეჟიმის. ერთხელაც არ შეუქმნია ჩემთვის დისკომფორტი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარია. ეს ძალიან დიდ ძალას და თავდაჯერებულობას მაძლევს ჩემს პროფესიაში…“ – აღნიშნავდა მსახიობი.

Back to top button