ცნობილი მსახიობი, რომელიც “ჩცდ”-შიც მონაწილეობდა, გარდაიცვალა – bbcnews.ge
საზოგადოება

ცნობილი მსახიობი, რომელიც “ჩცდ”-შიც მონაწილეობდა, გარდაიცვალა

83 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მსა­ხი­ო­ბი ბერ­ტა ხა­ფა­ვა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ობს ბოლო დროს გული პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, გუ­შინ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა.

ხა­ფა­ვას უამ­რა­ვი რო­ლი­დან, მა­ყუ­რებ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და საყ­ვა­რე­ლია, ფილმში “სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა”, ანი­კოს როლი.

მსა­ხი­ო­ბი 1941 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.1966 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი.

1960 წლი­დან მოღ­ვა­წე­ობ­და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში სცე­ნის თა­ნამ­შრომ­ლად; 1966 წლი­დან იყო გო­რის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი; 1969 წელს გად­მო­ვი­და თბი­ლი­სის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა ქარ­თულ თე­ატ­რში. მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: კატა (ე. შვარ­ცის “წი­თელ­ქუ­და”), მაია, სი­დედ­რი (დ. კლდი­აშ­ვი­ლის “უბე­დუ­რე­ბა” და “ქა­მუ­შა­ძის გა­ჭირ­ვე­ბა”), ქე­თი­ნო (ალ. თა­ბო­რი­ძის “და­კარ­გუ­ლი დრო”), ბარ­ბა­რე (ლ. ქი­ა­ჩე­ლის “ტა­რი­ელ გო­ლუა”), ილია (ვ. ია­ქაშ­ვი­ლის “ცი­ხის ხე­ვის სა­ი­დუმ­ლო”), თხა (გ. ახვლე­დი­ა­ნის “ბა­ბუა და შვი­ლიშ­ვი­ლი”), კო­წია (ა. ჭი­ლაშ­ვი­ლის “აცა-ბაცა”), ტურა (გ. ნა­ხუც­რიშ­ვი­ლის “ჭინჭრა­ქა”), რიტა ოსი­ა­ნი­ნა (ა. ვა­სი­ლი­ე­ვის “გან­თი­ა­დი კი აქ წყნა­რი იყო”), მერი პო­პინ­სი (პ. ტრა­ვერ­სი “მერი პო­პინ­სი”) და სხვა; გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­ში: “ნატ­ვრის ხე” (1976), “სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი” (1977), “რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე” (1978), “სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა” (1980), “არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ი­სი” (1982), “ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია” (1984), “ბე­ბია ყვე­ლა­სათ­ვის” (1986), “ფეს­ვე­ბი” (1987), “ორ­ფე­ო­სის სიკ­ვდი­ლი” (1996), “სიყ­ვა­რუ­ლი და კარ­ტო­ფი­ლი” (2003), “დარ­ჩი ჩემ­თან” (2011), “გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი” (2013) და სხვა.

Back to top button