დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები – დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი – bbcnews.ge
მსოფლიო

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები – დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი

აშშ-ში, კენ­ტუ­კი­სა და ჯორ­ჯი­ის შტატ­ში შტორმ­სა და წყალ­დი­დო­ბას სულ მცი­რე ცხრა ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

Fox News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კენ­ტუკ­ში 8 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის დედა და მისი შვი­დი წლის შვი­ლი. ჯორ­ჯი­ა­ში, კერ­ძოდ ატ­ლან­ტა­ში კი – ერთი.

მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნო­ბა კენ­ტუ­კის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ენდი ბე­ში­არ­მა და­ა­დას­ტუ­რა. მისი თქმით, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

“სამ­წუ­ხა­როა, რომ კი­დევ მძი­მე ამ­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მი­წევს. კენ­ტუ­კი – ახ­ლა­ხან და­ვა­დას­ტუ­რეთ სტი­ქი­ის გამო კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა პა­ი­კის ოლ­ქი­დან. სა­ერ­თო და­ნა­კარ­გის რა­ო­დე­ნო­ბა 9 ადა­მი­ანს აღ­წევს”, – წერს ბე­ში­ა­რი X-ზე.

შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა და­ამ­ტკი­ცა მო­თხოვ­ნა კა­ტას­ტრო­ფე­ბის დახ­მა­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ.

უა­მინ­დო­ბის გამო, კენ­ტუკ­ში 39 000-მდე ოჯა­ხი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა

Back to top button