
ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. ისინი საკანალიზაციო თხრილში ჩაცვივდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჯართს აგროვებდნენ, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა.
ბავძვებს გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
„მთელი საღამო ეძებდნენ და ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები“ — უყვება რადიო თავისუფლებას დაღუპული ბავ– შვების ახლობელი.
მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სი– ცოცხლის მოსპობას გაუფრთხი-ლებლობით გულისხმობს.