ბირჯე აქალაის დრამატული ცხოვრება – როგორ გამოაცალეს ექიმებმა სიკვდილს, რას უკავშირდება მისი სკანდალური განქორწინებები და რატომ დადის ქრისტიანულ ტაძარში? – bbcnews.ge
მსოფლიოშოუბიზნესი

ბირჯე აქალაის დრამატული ცხოვრება – როგორ გამოაცალეს ექიმებმა სიკვდილს, რას უკავშირდება მისი სკანდალური განქორწინებები და რატომ დადის ქრისტიანულ ტაძარში?

ბირ­ჯე აქა­ლაი ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბია, მას ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლიც კარ­გად იც­ნობს. მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა ბირ­ჯე ბავ­შვო­ბა­ში ბა­ლე­რი­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ტრავ­მამ აი­ძუ­ლა მო­მა­ვა­ლი შე­ეც­ვა­ლა. ბირ­ჯე ძლი­ე­რი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ქა­ლია.

  • მის ცხოვ­რე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა ნელ-ნელა მო­ვი­და. ორი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მისი რწმე­ნა სიყ­ვა­რუ­ლის მი­მართ არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა.

თურ­ქუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი 1984 წლის 19 ივ­ნისს სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და. ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო, ამი­ტომ მშობ­ლე­ბი დიდ დროს უთ­მობ­დნენ მის აღ­ზრდას. აქა­ლა­ის დედა დი­ა­სახ­ლი­სი იყო, მაგ­რამ ქალი სწავ­ლობ­და მუ­სი­კას და ხატ­ვას, კარ­გად ერ­კვე­ო­და პო­ლი­ტი­კა­ში. მამა კონ­დი­ცი­რე­ბის კომ­პა­ნი­ას ფლობ­და სტამ­ბოლ­ში.

აქა­ლა­ის თქმით, მა­მის კომ­პა­ნი­ას ოჯა­ხის­თვის სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ მო­უ­ტა­ნია. ხან­და­ხან ჯი­ბის ფუ­ლიც არ ჰქონ­და. მშობ­ლე­ბი ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლად ზრდიდ­ნენ

სამი წლის ასაკ­ში გო­გო­ნამ ბა­ლე­ტის შეს­წავ­ლა და­ი­წყო და ბედ­ნი­ერ მო­მა­ვალ­ზე ოც­ნე­ბობ­და. ბირ­ჯე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე გახ­დე­ბო­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თა­რი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა ექ­ნე­ბო­და. 2000 წელს მი­ღე­ბულ­მა ტრავ­მამ მისი კა­რი­ე­რა და­ან­გრია. ბუ­ნე­ბით მე­ოც­ნე­ბე მსა­ხი­ო­ბი, სას­ტი­კი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა, რის­თვი­საც მზად არ იყო.

სხვა გზა არ ჰქონ­და, პრო­ფე­სია უნდა შე­ეც­ვა­ლა. 2003 წელს სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა, გა­და­წყვი­ტა თე­ატ­რის კრი­ტი­კო­სი გამ­ხდა­რი­ყო. მა­ლე­ვე მიხ­ვდა რომ არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა. ერთ წე­ლი­წად­ში აკა­დე­მი­უ­რი აიღო და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში სცა­და ბედი.

2004 წელს “მის თურ­ქე­თის“ კონ­კურ­სზე მე-3 ად­გილ­ზე გა­ვი­და. გო­გო­ნას ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, სა­დაც სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას გა­და­წყვი­ტა მსა­ხი­ო­ბო­ბა ეცა­და და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თა­ვი­დან ჩა­ა­ბა­რა. 2006 წელს კი აქა­ლა­ის დე­ბი­უ­ტი შედ­გა და ეპი­ზო­დუ­რი როლი მი­ი­ღო სე­რი­ალ­ში “Destiny”, ხოლო ერთი წლის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა სხვა სე­რი­ალ­ში “ასი”.

მსა­ხი­ო­ბი თა­ვი­სი გა­სა­ო­ცა­რი გა­რეგ­ნო­ბის წყა­ლო­ბით მალე შე­ნიშ­ნეს. 2007 წელს მან ითა­მა­შა ფილმში “Alarm”, ხოლო ერთი წლის შემ­დეგ მე­ლოდ­რა­მებ­ში “ზამ­თრის ზღა­პა­რი” და “აჯან­ყე­ბა”. კითხვის გაგრძელება

Back to top button