ვინ არის პატიმარი, რომელიც ოჯახის მტკიცებით, ციხეში ცემისას შემოაკვდათ? – bbcnews.ge
შემთხვევა

ვინ არის პატიმარი, რომელიც ოჯახის მტკიცებით, ციხეში ცემისას შემოაკვდათ?

ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გლდანის ციხის პატიმარი ცემაში შემოაკვდათ.

აღნიშნული მედია ამას დაღუპული მსჯავრდებულის, დავით გუჯეჯიანის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

„4-ში ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ, 6 რიცხვში მირეკავენ პენიეტნციურიდან და მეუბნებიან, რომ დავით გუჯეჯიანი გადავიყვანეთ ვივა მედში. რატომ-მეთქი? და გამოკვლევებზეო. გათიშული მიუყვანიათ, პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანესო. სავარაუდოდ, დავით დარასელიასთან, როცა იციან, რომ წამები და წუთები აქვს დარჩენილი, მიჰყავთ ვივა მედში და იქ „აპრავებენ“, რომ იქ გარდაიცვალა, რომ ციხეს არ დაეწეროს. გლდანის მე-1 სამკურნალოს დირექტორს, დავით დარასელიას, შენ ვინ დაგაყენა მანდ, შე ჯალათო! რამდენი პატიმარი უნდა შემოგაკვდეს?!“, – აცხადებს გუჯეჯიანის დედა „ტვ პირველთან“ ინერვიუში.

Back to top button