”ეს ყველასათვის მოულოდნელი იყო, უეცრად სოფო გელოვანი სცენაზე ავიდა და…” – ნახეთ რა მოხდა ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტზე – bbcnews.ge
საზოგადოება

”ეს ყველასათვის მოულოდნელი იყო, უეცრად სოფო გელოვანი სცენაზე ავიდა და…” – ნახეთ რა მოხდა ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტზე

1 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ლი­ლი­კო ნემ­სა­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი, “ჩუ­მად ნათ­ქვა­მი“ გა­ი­მარ­თა. 

მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის იყო მომ­ღე­რა­ლი სოფო გე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­საც 15 წლის ასაკ­ში ლი­ლი­კო ნემ­სა­ძემ “ხო­რუ­მი“ და­უ­წე­რა და ამ სიმ­ღე­რა­ზე კლი­პიც გა­და­ი­ღო.
ამ­ჯე­რად ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნი­დან სოფო გე­ლო­ვან­მა სიმ­ღე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

“ამ სიმ­ღე­რის შემ­დეგ, თუ არ ვთქვი ჩემი სათ­ქმე­ლი, მა­შინ არც ჩემი სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა გულ­წრფე­ლი და არც ჩემი ხმა მარ­თა­ლი. ამ წუ­თას, ამ სცე­ნი­დან მინ­და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო ყვე­ლა იმ პა­ტი­მარს, ვი­საც უსა­მარ­თლოდ არ­თმე­ვენ ხვა­ლინ­დელ დღეს” – გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

გე­ლო­ვა­ნის გა­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩა­ნა­წე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და და მე­დი­ა­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვად თე­მად იქცა.

სოფო გე­ლო­ვა­ნის ამ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბა, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ლე­გე­ბის ნა­წი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

“თა­ვის სა­ღა­მო გა­ე­მარ­თა და იქ ეთ­ქვა რაც უნ­დო­და და არა სხვის სა­ღა­მო­ზე. არ მგო­ნია, ლი­ლი­კო მისი ამ საქ­ცი­ე­ლით კმა­ყო­ფი­ლი იყოს“ – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რო­მელ­საც არ სურს ღიად გა­მო­ჩე­ნა.

პრო­დი­უ­სე­რი ბა­კურ ბა­კუ­რა­ძე წერს, რომ “ეს იყო უკი­დუ­რე­სი უკულ­ტუ­რო­ბის, უზ­რდე­ლო­ბის და სა­მარ­ცხვი­ნო ქცე­ვის მა­გა­ლი­თი…“

Back to top button