“არ მინ­დო­და ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი” – გია სურამელაშვილი დუმილს არღვევს – bbcnews.ge
საზოგადოება

“არ მინ­დო­და ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი” – გია სურამელაშვილი დუმილს არღვევს

მომღერალ გია სურამელაშვილზე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში კონცერტის ჩატარებას აპირებს.

ამასთან დაკავშირებით “ამბები.ჯი” გიას ინტერვიუს ავრცელებს. როგორც ის ამბობს მის ჩასვლას მოსკოვში სულ სხვა მიზეზი აქვს.

“ეს კონ­ცერ­ტი არ არის, მე­გობ­რებ­თან მივ­დი­ვარ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 11 წელი მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ­დი და იქ დარ­ჩე­ნა რომ მნდო­მე­ბო­და, ამა­ზე კარ­გი პი­რო­ბე­ბი მქონ­და და აუ­ცი­ლებ­ლად დავ­რჩე­ბო­დი.

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­კოვ­ში წას­ვლას, ბოლო დროს რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი გა­დავ­დე, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მა­წუ­ხებს. ჩემი მე­გობ­რის მე­უღ­ლე მოს­კოვ­ში ექი­მია და მას­თან მივ­დი­ვარ გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე. არ მინ­დო­და ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მა­ი­ძუ­ლეს. იქ ყოფ­ნი­სას ვნა­ხავ ჩემს ქარ­თველ მე­გობ­რებს თა­ვი­სი ოჯა­ხე­ბით. რეს­ტო­რან­ში შე­ვიკ­რი­ბე­ბით და ვი­ნა­ხუ­ლებთ ერ­თმა­ნეთს. რა თქმა უნდა, იქ ჩემს მე­გობ­რებს ვუმ­ღე­რებ.

32 წე­ლია სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და არა­სო­დეს გავ­რე­ულ­ვარ პო­ლი­ტი­კა­ში. არ მა­ინ­ტე­რე­სებს ეს სფე­რო, მე მაქვს ჩემი საქ­მე და ეს არის სიმ­ღე­რა. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხე­ში მაქვს მიწ­ვე­ვე­ბი და გას­ტროლ­ზეც ხში­რად დავ­დი­ვარ. რო­გორც გი­თხა­რით, ბოლო დროს რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­მე­დო გას­ტრო­ლი ის­რა­ელ­ში. მე ვენ­დო­ბი ქარ­თველ ექი­მებს, მაგ­რამ მა­ინც მინ­და გა­და­ვა­მოწ­მო ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა მე­გობ­რის მე­უღ­ლეს­თან, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ცნო­ბი­ლი ექი­მია” – ამბობს გია სურამელაშვილი.

Back to top button