ვრცელდება მძიმე ინფორმაცია – დაიღუპა 1 და დაშავდა 12 ადამიანი – სატვირთო მანქანა სამგზავრო მატარებელს შეეჯახა  – bbcnews.ge
მსოფლიო

ვრცელდება მძიმე ინფორმაცია – დაიღუპა 1 და დაშავდა 12 ადამიანი – სატვირთო მანქანა სამგზავრო მატარებელს შეეჯახა 

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ჰამბურგში სამგზავრო მატარებლისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაშავდა. სატვირთო მანქანის მძღოლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. Intercity Express-ის მატარებელში სულ 250 მგზავრი იმყოფებოდა. მატარებელში მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, რომ მატარებელმა უეცრად მკვეთრად დაამუხრუჭა, რასაც ძლიერი დარტყმის ხმა მოჰყვა. შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Back to top button