
გიორგი მიქაუტაძე VV Consluting-ის კლიენტი გახდა. აღნიშნული კომპანიის მფლობელი რუსი ბიზნესმენი ვადიმ ვასილიევი გახლავთ.
ვადიმი წარსულში “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ.
ფრანგული სააგენტო Foot01-ის ინფორმაციით სწორედ ამიტომ დიდი შანსია, გიორგი მიქაუტაძემ მომავალში კარიერა “მონაკოში” გააგრძელოს.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 9 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.