„მტკივნეული ამბები გადავიტანე და ეს პერიოდი დღესაც გრძელდება… როცა ადამიანს რაღაცები გტკივა და გაწუხებს, უფრო კარგად გამოდის ლექსიც, სიმღერაც და ყველაფერიც…“ – როლანდ ოქროპირიძის მძიმე 3 წელიწადი – bbcnews.ge
საზოგადოება

„მტკივნეული ამბები გადავიტანე და ეს პერიოდი დღესაც გრძელდება… როცა ადამიანს რაღაცები გტკივა და გაწუხებს, უფრო კარგად გამოდის ლექსიც, სიმღერაც და ყველაფერიც…“ – როლანდ ოქროპირიძის მძიმე 3 წელიწადი

მსახიობ როლანდ ოქროპირიძის წაკითხული ლექსი თუ შესრულებული სიმღერები ბოლო დროს ძალიან აქტუალურია. ახლახან მან „პოსტივის“ დილის გადაცემის წამყვანად დაიწყო მუშაობა, მანამდე კი პაატა გულიაშვილის შოუში შესრულებულმა სიმღერამ მისი პოპულარობა ერთიორად გაზარდა.

როლანდი fortuna.ge-ს ესაუბრა რთული პერიოდის შესახებ, რომელსაც უკვე სამი წელია, რაც გადის.

როლანდ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად პოპულარული ხარ… რას მიაწერ ამ ყველაფერს?

დაახლოებით სამი წელიწადი მძიმე პერიოდი მქონდა, საკმაოდ რთული დრო გავიარე, ცხოვრებაში მოდის ხოლმე ასეთი პერიოდი, კითხვის ნიშნებიც მქონდა საკუთარ თავთან და მატერიალური კუთხითაც იყო პრობლემები. რაღაცას რომ ვერ იღებ სამყაროსგან ისე, როგორც გინდა და აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს რომ უშავებ. მძიმე და მტკივნეული ამბები მქონდა.

დღეს გადალახულია ეს პერიოდი?

არა, იგივე გრძელდება… უბრალოდ, სასიამოვნო ისაა, რომ ვიხარჯები და საქმე მაქვს. ის სამი წელი საქმეც არ მქონდა. როცა ადამიანს რაღაცები გტკივა და გაწუხებს, უფრო კარგად გამოდის ლექსიც, სიმღერაც და ყველაფერიც. ეს ტკივილი გადადის ხელოვნებაში, უფრო ბასრი ხდება შენი სიტყვაც, ემოციაც უფრო ზუსტია.

პაატა გულიაშვილის შოუში შენ მიერ შესრულებული „ჩემო თელავო“ საზოგადოებამ განსაკუთრებულად აიტაცა…

მე დღეში სამჯერ მაინც ვმღერი ხოლმე ასე, მაგრამ ვის აინტერესებს?!. თავისით მოხდა ისე, რომ ხალხმა აიტაცა. დაგეგმილადაც არ მიმღერია. ნაწყვეტი ვიმღერე. გულიაშვილმა ჯერ სხვა სიმღერა შემომთავაზა, „ჩემო თელავო“ შევთავაზე და ხალხს მოეწონა. ეს არ მიკვირს, კარგი გაგებით. მესმის, ვიცი, რომ ხალხს ვუყვარვარ, რადგან მეც მიყვარს ხალხი. ძალიან თბილად გამოხატავენ, ნაირ-ნაირად, ყველა თავისებურად. ზოგი შემაწუხებლად, მაგრამ მერე რა… კითხვის გაგრძელება

Back to top button