
ბრაზილიაში, ბოდიბილდინგის მსოფლიო ჩემპიონი, სუელ ნოგეირა 40 წლის ასაკში დაიღუპა. ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც ავარიაში მოხვდა.
40 წლის მამაკაცი მოტოციკლით სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც მძიმე ტრავმები მიიღო.
ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ექიმები მის რეანიმირებას დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, რის შემდეგაც მამაკაცი სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ნოგეირა გზაში გარდაიცვალა.
სუელ ნოგეირამ თავის კარიერაში 25 ტიტული მოიპოვა. მათ შორის, ერთი World Fitness Federation-ში.