ნაპოლი დიდ ცვლილებებს ამზადებს – როგორ დახარჯავს დე ლაურენტისი კვარას გაყიდვით მიღებულ თანხას? - bbcnews.ge
სპორტი

ნაპოლი დიდ ცვლილებებს ამზადებს – როგორ დახარჯავს დე ლაურენტისი კვარას გაყიდვით მიღებულ თანხას?

გამოცემა “Republica” “ნაპოლისთან” დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიათი მიღებულ 75 მილიონ ევროს ინფრასტრუქტურაში დახარჯავს. 

კერძოდ, ირკვევა, რომ “სტადიო დიეგო არმანდო მარადონა” საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და კლუბს ახალი სტადიონი ესაჭიროება.

გამოცემის ინფორმაციით, “პარტენოპეის” პრეზიდენტი ფულის გადანახვას სწორედ ახალი სტადიონისა და ბაზის აშენებაში გეგმავს. 

აქვე გეტყვით, რომ თავის დროზე “ნაპოლიმ” ქართველი ვინგერი 10 მილიონ ევროდ “ბათუმის დინამოდან” დაიმატა.

Back to top button